> რატომ ვერ შეიქნა საქართველოში პარლამენტი, XII საუკუნეში? ვინა თქვა რომ ვერ შეიქმნა??
სახელმწიფო დარბაზი და დარბაზობა
საქართველოს სახელმწიფო უზენაეს ორგანოდ სახელმწიფო “დარბაზი” იყო. აქ წყდებოდა სხვადასხვა მნიშვნელობის სახელმწიფო საქმეები. ან რთული იურიდიული საკითხები, ინიშნებოდა დიდებული მოხელეები, ღებულობდნენ მეზობელ მეფე-მბრძან ებლებს.
სახელმწიფო დარბაზის წევრები იყვნენ უმაღლესი სამღვდელოების, დარბაზის კართა მყოფთა და საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა უფროსი წარმომადგენლები. იურისტი აზნაურნი. ვაზირები შეიძლება სხვა სახელმწიფო მოხელეებიც ყოფილიყვნენ, მიჩნეული საჭიროებისდამიხედვით.
თვით დარბაზობა მეფის თავჯდომარეობით იმართებოდა, დარბაზობის დროს მეფე ოქროთი მოჭედილ ტახტზე იჯდა.
დარბაზობაში მონაწილენი ორ ჯგუფად იყოფოდნენ: პირველნი, რომელნიც იჯდნენ და მეორენი, რომელთაც დაჯდომის უფლება არ ჰქონდათ და უნდა მდგარიყვნენ.
დარბაზის წევრებს განსაკუთრებული საერთო სახელი ჰქონდათ. მათ ეწოდებოდათ “დარბაზის ერნი”. ალბათ აქედანაა სიტყვა “დარბაისელნი”.
მეცამეტე ს-ში “დარბაისელნი” ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთ ჯგუფს შეადგენდნენ ისინი, ვისაც რაიმე სახელი ანუ განსაკუთრებული თანამდებობა ჰქონდათ, ხოლო მეორეს უფრო დაბალი ჩინოსანნი, რომელთაც უხელონი ეწოდებოდათ.
დარბაზობა ორნაირი ყოფილა: “დიდის წესითა” და “უმცროსთა”. თუ რომელი იყო საჭირო ამას მეფე წყვეტდა.
დიდი დარბაზობა საზეიმო სხდომას წარმოადგენდა, რომელსაც დარბაზის ნამდვილ წევრთა, დარბაზის ერთა გარდა, მრავალრიცხოვანი შინაური მოხელენი და დარბაზის ყმანიც ესწრებოდნენ წესრიგისა და ზეიმის მოსაგვარებლად.
მეორე დარბაზობა კი საქმიანი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად გახლდათ. მისი განსაგებელი იყო:
1. კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება.
2. ომის გამოცხადების წესი.
3. დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნის საკითხი.
4. არჩეული ხელისუფლების “დალოცვა და ხელდასმა”.
5. საზეიმო სხდომა გამარჯვებული ლაშქრის შინ დაბრუნებისა და ზავის ჩამოგდების გამო.
6. დარბაზობა მეზობელ და შორეულ სტუმრად თუ დახმარების სათხოვნელად მოსული მეფე-მბრძანებლის, ან მათგან წარმოვლენილი დესპან-მოციქულების მისაღებად და მოსასმენად.
7. დიდი დღესასწაულების დროს.
* * *
http://www.bu.org.ge/x1245?lang=geo აქ არის განხილული დაწვრილებით.......................................................