ასეთი მწვანე ზარდახშა ძალიან ბევრ ოჯახში ინახება და ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. მას მალაქიტის ზარდახშის სახელწოდებით იცნობენ და ძირითადად, 60-იან წლებშია შეძენელი. მალაქიტს ყოველთვის აქტიურად იყენებდნენ ზარდახშების დამზადება-მოპირკეთებისთვის. ეს ზარდახშები იმდენად ძვირფასი იყო, რომ მათში მოთავსებული სამკაულების ფასს არ ჩამოუვარდებოდა. შესაძლოა მსგავსი ზარდახშა თქვენს სახლშიც ინახება, თუმცა მისი ძვირადღირებულების შესახებ არც არაფერი იცით.
მალაქიტის ზარდახშები განსაკუთრებით პოპულარული იყო რუსეთში. მალაქიტი იქ ძვირადღირებულ ქვად ითვლებოდა. გარეგნულადაც ძალიან ბევრს ხიბლავდა - მუქი და ღია მწვანე ფერების ელვარება თანაბრად აჯადოვებდა როგორც ჩვეულებივ ადამიანებს, ასევე მხატვრებსა და სხვა ხელოვანებს. მას ბევრ თვისებასაც მიაწერდნენ. მაგალითად, მიაჩნდათ, რომ მალაქიტი ოჯახში ჰარმონიასა და ენერგიათა ბალანს აღადგენდა. ძველად მას ბავშვთა თილისმადაც იყენებდნენ, რადგან შიშების საწინააღმდეგოდ მიაჩნდათ.
ეს ნიუპოსტი ტროლაობს?
http://www.newposts.ge/?l=G&id=101286-%E1%...%83%A2%E1%83%98