#47205189 · 7 Mar 2016, 12:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველასათვის კარგადაა ნაცნობი, რომ აშშ არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძე და ფუნდამენტი მთელს მსოფლიოში, თუმცა რეალობა ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აშშ თავისი სახელმწიფო და სისტემური მოწყობით არის რესპუბლიკა, რაც დემოკრატიის პირვანდელი გაგებისაგან განსხვავდება.
დემოკრატიის პირობები ორი შესაძლებლობა არსებობს: მოსახლეობა უშუალოდ ირჩევს რაიმე კურსს, გადაწყვეტილებას, კანონს და აკონტროლებს მის აღსრულებას. ამ პროცესს პირდაპირი დემოკრატია ეწოდება და მისი გავრცელების არეალი საკმაოდ შეზღუდულია და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოთაგან შვეიცარიის კანტონების მიღმა იშვიათად გვხვდება. მისი არსებობა დაკავშირებულია უფრო მეტად ძველ საბერძნეთთან, სადაც მცირე ქალაქების სრულწლოვანი მოსახლეობის მამრობითი სქესი ერთიან შეკრებებზე, კენჭისყრის წესით ირჩევდა ან უარყოფდა რაიმე კანონს, წესს, დადგენილებას.
მეორე შესაძლებლობა გულისხმობს წარმომადგენლობით დემოკრატიას, რა დროსაც მოსახლეობა ირჩევს თავიანთ წარმომადგენელს საკანონმდებლო ორგანოში, რომლებიც ამომრჩევლისაგან გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება, აქვს საზოგადოებისაგან მინიჭებული მანდატი და მოქმედებს ისე, როგორც საზოგადოებამ დაუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დებულებაც მეტ-ნაკლებად იდეალიზირებულია, მაინც წარმომადგენლობითობის ცნება კვლავ არჩევნების დროს საზოგადოებისაგან მიღებულ ნდობაზეა დამოკიდებული, ხოლო პასუხისმგებლობაც ამომრჩევლის წინაშეა დაყენებული.
პირდაპირი დემოკრატიის პირობებში გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს ხალხი ექვემდებარება აღსრულებას. მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო ძალიან აგრესიულიც და უმცირესობის უფლებების შემზღუდავიც. მაგალითად თუ მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტდა, რომ რაღაც ან ვიღაც უნდა განადგურდეს დიდი ალბათობით იგი აღსრულდებოდა. რა თქმა უნდა მსგავსი რამ თანამედროვე რეალობაში ნაკლებადაა წარმოსადგენი, მაგრამ ანტიკურ ხანაში სრულად არ იყო წარმოუდგენელი და არც მაშინ, როდესაც აშშ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. ასეთ საშიშროებას დაუპირისპირდა რესპუბლიკანიზმიც ცნება, რომელიც მთლიანად ეფუძნება კანონის უზენაესობას, რომელიც ხალხის კონკრეტული ნების მიუხედავად მაინც უნდა იყოს დაცული. ანუ ამ შემთხვევაში უზენაესია ის კანონი და კონსტიტუციის დადგენილი უფლებები და მოვალეობები, რომლის წინაშეც მოსახლეობის ცალკეულ ვითარებაში არსებული ნება მეორეხარისხოვანია. ამის ნათელი მაგალითია შემდეგი: თუ მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ უნდა დაიჭირონ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილი და ლინჩის წესით გაასამართლონ პირდაპირი დემოკრატიის პირობებში ამ გადაწყვეტილების აღსრულებას დიდი ალბათობით ვერავინ დაუდგებოდა. რესპუბლიკანიზმის პირობებში, კი დამნაშავეს დაიჭერდა უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული დანაყოფი (პოლიცია, შერიფი, დეტექტივი და სხვა), გადასცემდა შესაბამის ორგანოებს და შემდეგ დამნაშავეს ექნებოდა სასამართლოს წინაშე თავის მართლები საშუალება, ხოლო პროკურორი არგუმენტირებულად დასდებდა მას ბრალს.
აქედან გამომდინარე რესპუბლიკის პირობებში მთავრობა პასუხისმგებელია არამხოლოდ ხალხის, არამედ კანონისა და ინსტიტუციების წინაშე, ხოლო დემოკრატიის პირდაპირი გაგების შემთხვევაში თავად ხალხის კონკრეტული გადაწყვეტილება იქნებოდა მთავარი ინსტიტუცია. რა თქმა უნდა, თანამედროვე ლიბერალური-დემოკრატიის პირობებში უმცირესობის უფლებები ისევე დაცულია, როგორც სხვა ჯგუფების და არც დემოკრატია და რესპუბლიკანიზმია ერთმანეთისათვის უცხო, მაგრამ დღესაც, დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები თავიანთ სრულად მიუღებელ, აგრესიულ და დესპოტურ გადაწყვეტილებებს გამართლებას უძებნიან თითქოს სწორედ ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და "ხალხის ნებით", რაც რეალობისაგან ძალიან შორს დგას და მხოლოდ აკნინებს დემოკრატიის ცნებას.
This post has been edited by Front National on 7 Mar 2016, 12:43
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|