მარტო windows 7 რატომ ვითომ?

x86 არის ინსტრუქციების კრებული რომელიც არის 16 bit-იან და უფრო ძველ არქიტექტურასთან თავსებადი. ინტელის შემუშავებულია და დღეს გაცილებით მეტი ინსტრუქციები აქვს დამატებული ვიდრე შექმნისას. ასეთი პროცესორი რომ აწარმოო საჭიროა ლიცენზია. ღია არ არის.
სახელი კი იმ პროცესორის სახელიდან გამომდინარეობს რისთვისაც შეიქმნა. intel 8086 და სხვები რომლებიც 86-თ ბოლოვდებოდნენ.
windows 7-ს რო უწერია x86 ეგ უბრალოდ ნიშნავს რო თავსებადია მაგასთან. ასევე უწერია linux-ს დისტროებს, თამაშებს და უამრავ სხვა სოფტს

amd64 კი არის 64 ბიტიანი სისტემებისთვის ინსტრუქციების ოჯახი (set) amd კი მხოლოდ იმას აღნიშნავს რომ amd-ს შექმნილია და არა იმას რომ რაიმე სოფტი რომელსაც amd64 უწერია მხოლოდ amd-ზე მიდის. ბევრჯერ წამიკითხავს მაგას რო წერდნენ და ეგონათ ინტელის პროცესორზე არ დაყენდებოდა. amd64 ჩვეულებრივად იმუშავებს ინტელზეც და ამდზეც

დაწვრილებით აქ
https://en.wikipedia.org/wiki/X86ისე ახალი ტაბლეტები ბევრის კომპიუტერზე ძლიერია უკვე. უბრალოდ გაცილებით მეტი ჯდება.
PC-ს ძალას რაც შეეხება ლეპტოპებში უკვე დევს pc-ს ძალები. ვიდეობარათიც კი მაგალითად Desktop GTX 980 = laptop GTX 980m-ს

ზუსტად იგივეა. 4 ბირთვიანი და 8 ნაკადიანი პროცებიც დიდი ხანია არის უკვე. დაჟე არსებობს სპეციალური ლეპტოპები რომლებშიც ჩვეულებრივი დესკტოპის პროცესორები დევს.
ყველაზე ძლიერი პროცესორი რომელიც ტაბლეტებში დევს თუ არ ვცდები არის ეს i7-6650U რომელსაც მართალია 2 ბირთვი და 4 ნაკადი აქვს მაგრამ 3.4 GHZ-ს აღწევს და 14 nm-ზეა. იგივე ზემოთხსენებულ x5660-ზე 50%-თ ძლიერი ბირთვები აქვს მეტი თუ არა. აი წარმოიდგინე ეგ x5660 სტოკზე ანუ 3.2 GHZ-ზე ეს კი 3.4-ზეა სადღაც მაგის 6 ნაკადს აჯობებს დანარჩენ 6-ს რას უზამს არ ვიცი

უფრო ზუსტად რო ვთქვა ჩემი აზრით i5 760-ს აჯობებს ეგ პროცესორი სტოკზე რათქმაუნდა.