#47379471 · 26 Mar 2016, 04:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოძიებაში დახმარების თხოვნას აშშ-მ დადებითად უპასუხა. იან კელის თქმით, აღნიშნული კადრების გავრცელება პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად ხდება და ეს განსაკუთრებისთ შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში: „ფარული კადრების გავრცლება ეს არის საშინელება. ეს არის დესტრუქციული პირადი ცხოვრების უფლებისთვის და დამაზიანებელია ქართული დემოკრატიისთვის. ვინც ამის უკან დგას, კარგად აქვს გააზრებული რასაც აკეთებს და ამით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს. ვიცით, რომ ეს შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობისთვისაც. ჩვენ მივიღეთ თხოვნა დახმარების შესახებ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მათ თხოვნას დადებითად ვუპასუხეთ და შევეცდებით დავეხმაროთ ქართულ მხარეს. ჩემი კოლეგები ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან მათთან, რადგან ფარული ვიდეო მასალების გავრცელების საფრთხე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფაქტებს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონდს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შემოდგომაზე არჩევნებია დანიშნული“- განაცხადა იან კელიმ.
--------------------
ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური გუნდი - ლივერპული. პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი - ფედერერი.
|