ეს ანგარიში ნახეთ აბა
სანამ ყურშა ტომარაძის და რაინდის ინტერპრეტაციით მოგაწვდიან, ორიგინალი ნახეთ
2016 წლის 24 თებერვალს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოს ნაწილში, ლაპარაკია ამ სფეროში არსებულ მიღწევებზე და პრობლემებზე, ევროკავშირის 4 პრიორიტეტულ მიმართულებაზე ლგბტ პირთა უფლებების დაცვის საკითხში, საკანონმდებლო ხარვეზებზე და მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისათვის:
რუსეთში მოქმედი, პუტინის მეთოდების ანალოგიურად, ხელოვნურ კონფლიქტს საქართველოში, ე. წ. „ტრადიციულ“ და „დასავლურ“ ფასეულობებს შორის იწვევს ლგბტ პირთა უფლებების საჯარო განხილვა. თუმცა, ეს დისკუსია, არასდროს განმარტავს კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ტერმინში.
საქართველო, პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და შეიძლება პარალელის გავლება რუსეთის ფედერაციასთან: საქართველოში, ლგბტ პირებთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიზირებულია სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად.
მართალია, ლგბტ პირთა შორის ურთიერთობები დეკრიმინალიზებულია, მაგრამ 10 წელზე მეტია პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ჰომოსექსუალიზმს იყენებენ თავისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რათა დაფარონ პოლიტიკური ელიტის მუშაობაში არსებული ხარვეზები და დანაშაულიც კი - თაღლითობა და კორუფციის შემთხვევები. რაც მთავარია, გაამართლონ ანტი-დასავლური განწყობა, რომელსაც ზოგიერთი მოთამაშე ავრცელებს.
ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილის გაღვივების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, რომელიც ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეა დიდი ბიუჯეტით და მთავრობას ხშირად უპირისპირდება სხვადასხვა საკითხზე.
საქართველოსა და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, მჭიდრო კავშირებია. თავად ილია მეორე, რეგულარულად აქებს პუტინის ლიდერობას თავის ქადაგებებში, ასევე, ავრცელებს ორაზროვან მოსაზრებებს ლგბტ პირთა უფლებების დაცვისა და ქალზე ძალადობის შესახებ, რადგან ამ საკითხებით, ყველაზე ადვილია მორწმუნეებში აგრესიის გამოწვევა და მათი მობილიზება. ეს მტკიცდება იმ ფაქტითაც, რომ პატრიარქის გამონათქვამებმა, ძალადობრივი კონტრ-პროტესტი გამოიწვია 2013 წლის 17 მაისს, რომელშიც ჩართული იყვნენ მართლმადიდებელი მღვდლებიც.
2014 წელს, ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღების პროცესში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ახალი კანონის შესახებ, თითქოს იგი აკანონებდა ლგბტ პირთა ქორწინებას და თითქოს ეს ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
მოსახლეობაში აშკარაა განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობა და ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს შექმნას აუცილებელი გამჭვირვალობა კანონ-შემოქმედებით პროცესში.
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აშკარა და მჭიდრო რელიგიურ კავშირებთან ერთად, ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე გავლენას ახდენს აგრეთვე პრო-რუსული არასამთავრობო ჯგუფები და აქტივისტები (მოსკოვიდან დაფინანსებულები), რომლებიც ბოლო დროს კიდევ უფრო ხშირად ჩნდებიან. ეს იწვევს აშკარა დაპირისპირებას და დაყოფას ქართულ საზოგადოებაში.
აღნიშნული პრო-რუსული არასამთავრობო ჯგუფები, რეგულარულად იყენებენ ფართო ჰომოფობიურ ენას მომხრეთა მობილიზებისათვის და პირველ რიგში, ევროკავშირის მომხრეთა დისკრედიტაციისთვის. ისინი, პირდაპირ ათანაბრებენ დასავლეთს ჰომოსექსუალიზმთან.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, ხშირ შემთხვევაში არ შეუძლია ეფექტური რეაგირება და ადამიანის უფლებების შესახებ თავისი პოზიციის გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, აშკარაა, რომ ხელისუფლების მიზანია იმ ვალდებულებების შესრულება, რასაც ევროინტეგრაციის პროცესი ითხოვს: ისეთი პოლიტიკური მიღწევა, როგორიც არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რომელიც ძალაში შევა 2016 წლის დასაწყისში, ევროკავშირმა გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად. ფაქტია, რომ 2012 წლის ცვლილებამ სისხლის სამართლის კოდექსში და 2014 წელს მიღებულმა ანტი-დისკრიმინაციულმა კანონმა, დაამტკიცა ამ მექანიზმის ეფექტურობა.
მართალია, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის მჭიდრო რელიგიური კავშირებია, მაგრამ ამ ქვეყანაზე პუტინის ადმინისტრაციის პოლიტიკური გავლენა, შეზღუდულია, რადგან ევროკავშირთან ასოცირების პოლიტიკამ, ნაყოფი უკვე გამოიღო.
ლგბტ პირთა კავშირის ლეგალიზაცია, დემოკრატიული პროცესის შედეგი და ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა, ევროკავშირი, მხოლოდ მათი დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგია
ევროკავშირის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება ლგბტ პირთა უფლებებთან დაკავშირებით:
• დეკრიმინალიზაცია და დისკრიმინაციული კანონების და პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა
• ანტი-დისკრიმინაციისა და თანასწორუფლებიანობის პოლიტიკა
• ბრძოლა ჰომოფობიური ძალადობის წინააღმდეგ
• უფლებადამცველების მხარდაჭერა და დაცვა
ზოგადი რეკომენდაციები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისათვის:
• სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების აღრიცხვა და ზომების გატარება სტატისტიკური მონაცემების უკეთესად კვალიფიცირებისთვის. ასევე, საპასუხო ზომები ასეთი დანაშაულობების მიმართ;
• ევროკავშირთან კონტაქტების გაძლიერება, თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად;
• სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის მხარდაჭერა.
რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისათვის:
1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის სალიკვიდაციო სამართლებრივი მექანიზმების რეალიზება;
2. ლგბტ პირებთან დაკავშირებული საკითხების დეპოლიტიზაცია და სახელმწიფო სეკულარიზმის პრინციპის დაცვა;
3. ხარვეზების აღმოფხვრა კანონმდებლობაში დასაქმების სფეროში თანაბარი უფლებების და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის წინა-სახელშეკრულებო მოლაპარაკებებში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის აღმოფხვრა სამუშაო ადგილებზე;
4. სტამბულის კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინება და ჩართვა;
5. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების გამოვლენა და სტატისტიკის წარმოება. სპეციალური ქვეგანაყოფების შექმნა შსს-ში, რომელიც კონტროლს გაუწევს კონკრეტულად ამ ტიპის დანაშაულს.
ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა - საქართველო
საქართველომ მიიღო ანტი-დისკრიმინაციული კანონი, მაგრამ სამართლებრივი ხარვეზები ხელს უშლის მის ეფექტურ განხორციელებას. სახალხო დამცველის ოფისი პასუხისმგებელია მის რეალიზებაზე, მაგრამ იგი არ ფლობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის აუცილებელ ეფექტურ მექანიზმებს. დისკრიმინაციის შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილი მივიდა სასამართლომდე და იქაც, მტკიცების ვალდებულება ისევ მსხვერპლის მოვალეობად რჩება. ამას გარდა, მორალური და მატერიალური კომპენსაციის რეგულაცია ისევ დაუზუსტებელია, მოსამართლეებს კი არ გაუვლიათ სპეციალური მომზადება ახალი კანონის გამოყენების საკითხში.
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის აპირებს შეიტანოს ცვლილებები კანონში, მაგრამ მესამე სექტორი აღნიშნულ ცვლილებებს აკრიტიკებს მათი ზოგადი ხასიათის გამო. ასევე, დისკრიმინაციული მოტივი, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება, არაეფექტურია 2012 წელს, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგაც.
გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა სუსტად ხორციელდება სახ. ორგანოების მიერ, იმის მიუხედავად რომ სექსუალური ორიენტაცია მითითებულია როგორც ლგბტ პირის მიმართ დანაშაულის ჩადენის შესაძლო მოტივი, ხელისუფლება არ აღიარებს რომ ლგბტ პირთა მიმართ რეგულარულად ხდება დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე. არ არსებობს ზოგადი სტრატეგია ასეთი დანაშაულებების იდენტიფიცირებისთვის.
ხშირად, ასეთი დანაშაულის მსხვერპლს, უნდობლად ეკიდებიან სამართალდამცავი ორგანოებიც და დაუსჯელად ტოვებენ დამნაშავეებს.
მთლიანობაში, საქართველოში, ლგბტ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის ზოგადი შეფასება გაორებულია: ერთის მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებების სახით, გადადგმულია ბევრად პროგრესული ნაბიჯები ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ მეორეს მხრივ, უფლებადამცველები წუხან, რომ მიღებული კანონები არაეფექტურია რეალურ ცხოვრებაში. ასევე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, საჭიროებენ კომპლექსურ, სისტემურ და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების საკითხებში.
https://eu.boell.org/en/2016/02/24/europe-l...-south-caucasus