"რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, 80% კი ამერიკას"- კანდელაკი პოლიტიკაში მოდის
12:28 2016-03-08
კანდელაკის განცხადებით გორში სტალინის ძეგლი აშშ-ის ელჩის ჩარევის გამო ვერ დადგეს.
მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. ის ამ დროისთვის საზოგადოება „გორელების“ თავმჯდომარეა, რომელშიც 16 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. კანდელაკი არ გამორიცხავს , რომ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიად გადაკეთდეს და არჩევნებში მონაწილეობა სხვა პარტიასთან ერთად მიიღონ. პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე და გეგმებზე კანდელაკი „ალიასთან“ საუბრობს:
„არ შემიძლია, შორიდან ვუყურო, როგორ ირყვნება და ნადგურდება ეს ქვეყანა. ამ ფსევდოლიბერალებმა ძალიან აიშვეს. ყველა იმ ტრადიციის მოსპობა სურთ, რამაც დღემდე მოიყვანა საქართველო, ქართული ოჯახის განადგურება უნდათ, რაზედაც ეს ქვეყანაა დაფუძნებული. ეგენი თუ მიუშვი ერთსქესიანთა ქორწინებასაც დაკანონებენ და მერე , მაგათ შვილის აყვანის უფლებასაც მისცემენ. აქედან არც ისე შორია ინცესტის დაკანონებამდე. ამის შეფარული პროპაგანდა უკვე მიმდინარეობს და ყველა უბედურება რაც ევროპაში ხდება , მერე ჩვენთან გადმოდის და მის დამკვიდრებას აქ ცდილობენ... ამათ აქვთ საქართველოს, ქართველი ხალხის გადაჯიშების გეგმა.
დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, ამერიკის ხელისუფლება წყვეტს საქართველოს ბედს. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, დანარჩენი 80% კი ამერიკას. გორის საკრებულოს უკვე გადაწყვეტილი ქონდა სტალინის ძეგლი ძველ ადგილას დაედგათ. ამ დროს გამოხტა ამერიკის ელჩი იან კელი და აამუშავა თავისი ბერკეტები. ჩაშალა ეს საქმე. სტალინის ძეგლის დადგმა ამერიკის საელჩოში უნდა წყდებოდეს? ეგენი, რესპუბლიკელები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოები არიან დემოკრატიის მტრები“- აცხადებს გიორგი კანდელაკი.
http://www.newposts.ge/?l=G&id=101578-%E1%...%83%9A%E1%83%98კოლუმბიელი მოდი და გაგვეცი პასუხი
დაწერე რა გეგმები გაქვს
სპორტის განყოფილებაში ხშირად წერდი რომ ბოქსის განვითარება გინდა და შესაძლოა პოლიტიკაზეც იფიქრო
This post has been edited by SPLIYVI on 8 Mar 2016, 18:30