#48605925 · 18 Aug 2016, 13:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისევ სატორი. საეჭვოდ და უეჭველად ცოცხლები.
ჩვენ ორნი ვისხედით ახლომყოფ სხვათაგან ძალიან შორს... ვფიქრობდით უფრო დიდ და დიად სიშორეზე, რომელიც ახლოს იყო და უსიტყვოდ ვსაუბრობდით იმ, დიდ, ახლობელ სიშორეზე. უსიტყვოდ განვიხილავდით ჩვენს მოსაზრებებს, თუ როგორ წარმოგვედგინა იმ, უფრო დიდ და ახლობელ სიშორემდე მისვლა. პერიოდულად, სხვადასხვა მხრიდან ექოსავით ისმოდა უცნობი, მაგრამ მაინც ნაცნობი მოძახილი - აიშა, აიშა, აიშა... მესამე შემოვიდა, რომელიც ბავშვი დავტოვეთ შორს და ახლოს, - სხვებთან. შემოვიდა და ზრდასრული იყო. მას ჩვენთან ერთად უნდოდა სიშორეში და მზად იყო იმ, დიდ სიშორეზეც ეზრუნა. მესამეს ადევნებული მისი თანატოლების ბავშვური ჟრიამული გაისმა. ისინი მესამეს ადევნებულები შემოვიდნენ ღვარად. კეთილი ბავშვები იყვნენ და ეძებდნენ მესამეს, რომელიც მათი თანატოლი იყო, მაგრამ უცებ ჩვენი ხნის გახდა. მათ გადაირბინეს ჩვენს შორის ბავშვური სიცელქით და ვერ შეამჩნიეს ჩვენი იქ ჯდომა. მაშინვე, საეჭვოდ ცოცხალი შემოვიდა და ჩვენი, მისთვის საეჭვო და ჩვენთვის უეჭველი ცოცხლადყოფნა შეამოწმა. შორეული და ძალზე ახლობელი სიშორე დაბზრიალდა და იქ ყოფნის საშველი აღარ დარჩა მეტად. მე ვთქვი - სხვა დროისთვის გადავდოთ ბრაჰმან. - კარგი, მე ჩემს უეჭველ ცოცხლებთან წავალ და შენ დაბრუნდი შენს საეჭვოდ ცოცხლებთან. მალე ვიქნებით აქ... მესამე უკვე ჯერ ვეღარ ჩანდა. მე დავბრუნდი ახლოს, საეჭვოდ ცოცხლებთან. გამახსენდა: "რაღაც ამაზე ღრმა, რაღაც უფრო დიდი, გამოუცნობი დარჩება მარად..." და შიგნით გამიელვა - არა, გალაკტიონ - არა, ის აუცილებლად გაცხადდება მალე თუ არცთუ გვიან...
This post has been edited by dylan on 18 Aug 2016, 13:33
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|