#47462660 · 4 Apr 2016, 06:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AF777FA ამოიგდე ასეთი რამეები თავიდან... ჯერ ერთი, მთელი დარჩენილი ცხოვრება მიიღებს განახევრებულ პენსიას, მეორე, პროცენტებით, პირგასამტეხლოებით, სასამართლო ხარჯებით, კრედიტ-ინფო ფასიანი ცნობებით, ამომღების წარმომადგენლობითი ხარჯებით და მსგავსით ეს ვალი გაუორმაგდება კიდეც და მთელი ცხოვრება ამდენი უნდა იხადოს პენსიიდან, მესამეც, პროკურატურამ უკვე დაიწყო განსხვავებული მიდგომა ასეთი საქმეებისადმი, იძიებს მათ და საფრთხის ქვეშ დგება ასეთი მოვალე თაღლითობის მუხლით მიეცეს პასუხისგებაში, თანაც ამას შესაძლოა შენც მიჰყვე თანამონაწილეობით, როგორც წამქეზებელი, ან უარესი, როგორც ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ამ წინასწარ დაგეგმილი დანაშაულისა...
მიიღე ეს ყველაფერი, როგორც კეთილრჩევიანი გაფრთხილება, მეტი კონკრეტიზაცია-დეტალიზაცია არაა საჭირო (როგორ, რანაირად, ვინ და რას დაამტკიცებს), საამისო არც დრო მაქვს და არც სურვილი ამ რამეების ახსნისა... ეცადე ფული ყოველთვის იშოვო მხოლოდ კანონიერად, ყოველგვარი მოტყუებების და მსგავსის მცდელობების გარეშე... წარმატებები...
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|