ნინძა (იაპონ. 忍者?) ან შინობი (იაპონ. 忍び?) — საბრძოლო ხელოვნებაში დაოსტატებული ფარული აგენტი ან დაქირავებული ჯარისკაცი იაპონიაში. ნინძების ფუნქციები მოიცავდა შპიონაჟს, საბოტაჟს, ინფილტრაციას, და პოლიტიკურ მკვლელობებსა და ხელჩართულ, ღია ბრძოლებს ზოგიერთ სიტუაციაში.[1] ნინძების ბრძოლის ხედვა შეპირისპირებული იყო სამურაების ბრძოლის მეთოდებთან, რომელთაც უმკაცრესი წესები ჰქონდათ.[2]შინობი — ჯაშუშთა და დაქირავებულ ჯარისკაცთა სპეციალური, გაწვრთნილი ჯგუფები, სენგოკუს პერიოდში, XV საუკუნეში გამოჩნდა,[3] თუმცა, შესაძლოა ნინძები ერთი საუკუნით ადრე, XIV საუკუნეშიც იყვნენ,[4] და კიდევ უფრო ადრეც, XII საუკუნეში (ჰეიანისა ეპოქასა ან ადრეულ კამაკურას ეპოქაში).[5][6]
სამურაი (იაპ. 侍 ან 武士) იყო იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა (მეომართა) აღმნიშვნელი ტერმინი. სამურაი იაპონურად ნიშნავს „სამსახურს“. სამურაი წვრილი მიწათმფლობელი (აზნაური) იყო, რომლის მთავარი მოვალეობა ბრძოლაში სამსახური წამოადგენდა. მისი მთავარი იარაღი იყო ხმალი (კატანა), თუმცა იყენებდა შუბს (ნაგინატა) და მშვილდსაც (იუმი).
იაკუძა — ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაცია და მაფიური სინდიკატი იაპონიაში. იაკუძა ცნობილია მისი მკაცრი დანაშაულებრივი კანონებით და ბუნებით. მათ გააჩნიათ დიდი გავლენა იაპონურ საზოგადოებაში და მისი წევრების რაოდენობა 100 000 კაცზე მეტს ითვლის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იაკუძა მიჩნეულია როგორც ნახევრად კანონიერი ორგანიზაცია. კობეს მიწისძვრის დროს მოსახლეობის დასახმარებლად იაკუძამ საკუთარი ძალების მობილიზება მოახდინა. ასევე, 2011 წლის ტოჰუკუს მიწისძვრის დროსაც დაზარალებულებს დახმარება იაკუძამ გაუწია. მსგავსი მოქმედებების გამო იაპონური მთავრობა ხშირად თვალს ხუჭავს იაკუძას უკანონო საქმიანობაზე.
რა გავიგო ახლა მე აქედან