არ მითხრათ ახლა რომ წერეთელი ყოფილი ნაციაო

(ყოფილი ნაცი არ არსებობს

)
დიდი დაპირისპირება ნაციონალებს შორის – რატომ დაიძაბა ურთიერთობა ბობოხიძესა და წერეთელს შორის
March 10, 2016 admin მთავარი, საზოგადოება 0
დღეს, პარლამენტში, გაიმართა ადამიანის უფელებათა დაცვის კომიტეტში სხდომა, სადაც ერთ-ერთ საკითხად იხილებოდა დეპუტატების გიორგი ღვიანიაშვილისა და გიგი წერეთელის ინიციატივა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მამუკა ტუსკაძის განმარტებით, საკითხი ეხებოდა 2012 წელს, მაშინდელი ხელისუფლების მიერ საარჩევნოდ ჩადენილ სიყალბეს, რის გამოც დღეს, სოფლის მოსახლეობის 90 პროცენტს, თითქოს რეგიტრირებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ძალადაკარგულია, რის გამოც ხალხი მოტყუებული დარჩა.
“2012 წელს განხორციელებული რეგისტრაციების ამონაწერის უკან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ დევს – დევს მხოლოდ აზომვითი ნახაზი. ადამიანები ამ ქონებას ვერ იყენებენ, რადგან არის ანულირებული”, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ, რომლის თქმით, მოქალაქეებს სადღეისოდ ხელახლა უწევთ უძრავის ქონების დარეგისტრირება და ამაში თანხის გადახდა.
მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს კაკო ბობოხიძესა და გიგი წერეთელს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტუსკაძემ ნაციონალები ღიად დაადანაშაულა სარეგისტრაციო მანიპულაციეში და „მიწის მესაკუთრეთა ასოციაციისათვის“, დიდი ოდენობით თანხების გადარიცხვაში, თითქოსდა პროექტის განხორციელებისათვის. ნაციონალებს შორის დაწყებული უკმაყოფილებამ დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა, სადაც საქმის გაჩევა დიდი ხმაურით გაგრძელდა.
შეგახსებენთ, რომ აღნიშნული ასოციაციია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ, ვანო მერაბიშვილის დაფუძნებულია.
http://defender.ge/?p=1397