#51961867 · 8 Jan 2018, 14:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, მაგრამ ეს ეპისტოლე შედარებით საუკეთესო იყო. მიუხედავად ტრადიციული ძველი გზავნილებისა; დემოგრაფიასა და ოჯახების ნგრევაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ნების თავისუფლებასა და ახალი ნარკოპოლიტიკის აუცილებლობაზე.
"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის), იგი კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზებს უჩვენებს და გვთავაზობს."
ეს გზავნილი რაღაცნაირად უპირისპირდება მოსაყდრის ამასწინანდელ განცხადებას სეკულარიზმთან დაკავშირებით.
"აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები."
შეგახსენებთ, სინოდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს თქვენი აზრით ეს ყველაფერი?
|