enticing92მეც მქონდა რამდენიმე თვის წინ B კლასზე გახსნილი თემა.მოკლედ ჩამოვიდა ერთი შეხედვით ნორმალური,კუსკუსა მანქანაა და გოგოსთვის თითქოს გადასარევი მაგრამ:
არის ვარიატორი და 100 000-ის მერე ერხევათ.
თუ გერმანულს იყიდი ნორმალურს ვერ ნახავ 99% ნატაქსავებია და გარბენები ეწყება 200 000დან.
იაპონურები კარგია მაგრამ ქარხნული მარცხენით არ არსებობს

ყველა მარჯვენიანია (vin კოდით შეგიძლია შეამოწმო) და მერე აქ გადააქვთ საჭე. ნუ შედარებით მარტივი გადასატანიაო მაგრამ მე პირადად არ მინდოდა არც მარჯვენიანი და მითუმეტეს არც გადატანილი.
ისიც 2008-იანი იყო და კარგია ეგ,რესტაილინგია.
სატარებლად მე მომწონდა იმ მხრივ რომ მერსედესისთვის დამახასიათებელი სირბილე და კომფორტი აქვს.
ძრავით შეეცადეთ 2.0-იანი იყიდოთ,1.8-იანი იტანჯება და წვალობს.
2.0-იანი დაახლოებით 10-12 ლიტრამდე წვავდა.
მოკლედ მე უარი ვთქვი B კლასზე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და ვიყიდე E კლასი W211,ქარხნული მარცხენა საჭით,იაპონური,მაღალი შეფასებით და პატარა გარბენით.წესით ძალიან კარგი უნდა ჩამოვიდეს. ვიდზე კაცური მანქანაა,დიდია ძალიან და მატორიც დიდი აქვს (3.2) მაგრამ დიდი იმედი მაქვს შემაყვარებს თავს
This post has been edited by narkozeli on 11 Mar 2016, 10:37