თვითმმართველობა ამ ფორმით გასაუქმებელია...
როცა ჩავაბარე, ჯერ კიდევ იყო ფიზიკურად გასწორების ფაქტები.. (ცემა-ტყეპა) პირველკურსელების იდეოლოგიური მოწამვლა და ზღაპრების მოყოლა თუ რა კარგია თვითმმართველობაში გაწევრიანება... რეალურად კი ამ ფაქტების მომსწრე გავხდი წლების განმავლობაში...
1.ეს იყო მარტივად, კლანური დაჯგუფება...
2.თვითმმართველობის წინააღმდეგ განწყობილ კრიტიკული აზრის მქონე სტუდენტებზე, სისტემატურად ხორციელდებოდა ძალადობა(ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა და სხვა... მომსწრე ვარ არაერთი შემთხვევის)
3.თვითმმართველობის დელეგატობის არჩევნებზე ისეთი სიბინძურეები იკადრეს, მეტი რომ არ შეიძლება... ხევდნენ კონკურენტთა ა4 ფორმატის ბროშურებს, ყველგან სადადც წააწყდებოდნენ, ამაზე თვალს ხუჭავდა დაცვის სამსახური(მაგრამ ეს რა გასაკვირია, როცა ცემის ფაქტებზე არ რეაგირებდა ხოლმე... ხშირად

) პირადად 3-ჯერ შევაგროვე 111 ჩემი ფაკულტეტის სტუდენტის ხელმოწერა, რომელიც საჭირო იყო დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებისთვის... 3-ჯერ რატომ შევაგროვე?!.. იმიტომ რომ ცესკოს სპეციალურად ჰქონდა მოთრეული წესი, რომლითაც 3 ხელმოწერაზე(შედიოდა პირადი ნომერი, ფაკულტეტი და სხვა) მეტი თუ არასწორი იქნებოდა, ხელთავიდან უნდა შეგეგროვებინა 111-ივე...

)))) მაშინ როცა ერთი ფურცლის გამოცვლაც შეიძლებოდა, მაგრამ... ჰო, იმ ცესკოში ვინ ისხდა ეგ ცალკე თემაა, (რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის დამქაშნი...)
4.ექსკურსიებზე, გასართობ ღონისძიებებზე... დადიოდა სულ ერთი და იგივე თვითებთან დაახლოებული სასტავი... პირობითად ხვალ, 14 მარტს, 9:00 საათიდან გამოცხადებულია ჩაწერა, სადღაც, ექსკურსიაზე წასვლის მსურველთა... საკმარისია დაგეგვიანებინა 30-40 წუთიც და შევსებული იყო. პრობლემა შევსება კი არ იყო, არამედ ის, რომ თვითების წევრები თვითონ ავსებდნენ ჯგუფებს..

) მხარდაჭერისთვის მადლობა, რაღაცნაირი ფორმით ხომ უნდა გადაეხადათ, არა?!..
პ.ს. ძალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლება კიდევ... ერთი ვიცი, რომ ძალიან მახინჯი სისტემა იყო და ახლაც, შესაძლებელია იმ დოზით არა, მაგრამ კვლავაც განაგრძობს სიმახინჯეობას... წინა წელს 19,000 თვითების ტრენინგისთვის, ახლა 24,900-იო... თან ბაკურიანში, თან 2 დღისთვის... უნივერსიტეტში კიდევ იმდენი პრობლემაა, აი, ძალიან, ძალიან ბევრი...
აუუ, სპორტზე გამახსენდა.. დარბაზზე... შაბათ-კვირას კიდევ როცა, იდეაში, სტუდენტს შეუძლია განტვირთვა, აქეთ-იქით... არ იყვნენ როგორც წესი... :/ სხვა დღეებშიც არ იკლავდნენ თავს გასაღების მოცემით, მაგრამ... მოკლედ,
ხტფუიი
This post has been edited by კომუნისტ on 13 Mar 2016, 11:47