"ხმაური დაჯარიმდება"კანონი, რომელიც დილის და ღამის საათებში ხმაურის დონეს დაარეგულირებს, ძალაში 1 სექტემბრიდან შევა. დადგენილ დეციბელებზე გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს.
დღის საათებად განისაზღვრა დილის
7-დან 11 საათამდე პერიოდი, ღამის საათებად კი განისაზღვრა
ღამის 11 – დან დილის 7 საათამდე პერიოდი. დილით ხმაურის დონე
40 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამის საათებში კი 30 დეციბელს.პოლიციელები სპეციალური ხმაურმზომებით იქნებიან აღჭურვილნი და თუ დაშვებულ დეციბელებს იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირებმა გადააჭარბეს, ადგილზე დაჯარიმებას განახორციელებენ.
ფიზიკური პირი დღის საათებში კანონის დარღვევის შემთხვევაში 150 ლარით, ხოლო საღამოს საათებში 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. რაც შეეხება იურიდიულ პირს, კანონდარღვევის
შემთხვევაში ის დღის საათებში 500 ლარით, ხოლო ღამის საათებში დარღვევის შემთხვევაში
1000 ლარით დაჯარიმდება. წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება.
როგორც გავიგე კანონი ძალაში შევა 1-სექტემბერს...

პ.ს 30-დეციბელი რა ხმასთან შეიძლება შევადაროთ რო ვიცოდეთ მიახლოებით როგორია?
გვიჩაგრავთ ხო backfire და მატორის ხმას?
რაღაც პონტში კი როცა 4-საათზე ჩაიფრენს მოტო სახე ამხევის ხმით ნიტოა ან მანქანა მაგრამ, ძაან დაბალი არ გეჩვენებათ 30-დეციბელი?
პ.ს
რას ვფიქრობ მე ამ მთავრობაზე !!!!!
This post has been edited by ///M Power on 13 Mar 2016, 03:23