გამარჯბათ,
უკვე მესამე წელია ახალგაზრდული ასოციაცია ატარებს ქუჩის დღის ფესტივალს
შესაბამისად მზადებაც უკვე დავიწყეთ
რა არის ქუჩის მუსიკის დღე
ეს არის მუსიკის ფესტივალი, ეს არის დღე, როდესაც ძალიან ბევრი მუსიკოსი თავს იყრის ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე და ასრულებს მისთვის სასურველ ნებისმიერ კომპოზიციას. ეს არის მაისის ერთი თბილი დღე, როდესაც მუსიკის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ, ქუჩებში დატკბნენ მუსიკის ჰანგებით, – პასუხობს სოფო, ბლოგის მეორე ავტორი და თვალებს ხუჭავს, წინა წელს გამართულ ქუჩის მუსიკის დღეს იხსენებს.
სტავროგინი არ გადაყრია ამდენ ქუჩაში გამოსულ მუსიკოსს და ბუზღუნებს, ალბათ, მთელი დღე სამსახურში ვიჯექიო.
წელს მარჯანიშვილზეც იქნებიან მუსიკოსები და შენ ყურს ამჯერად მაინც მოწვდებოდა მუსიკის ჰანგებიო, ამხნევებს სოფო.
სტავროგინს კი უამრავი კითხვა აქვს, მაინც როდის, ვინ, როგორ, რატომ წამოიწყო ქუჩის მუსიკის დღეო. სოფოც დაწვრილებით მოუთხრობს:
ქუჩის მუსიკის დღე ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც
2007 წელს, ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმადააფუძნა. ყოველი მაისის ერთ დღეს ძალიან ბევრი მუსიკოსი და შემსრულებელი ლიტვის სხვადასხვა ქალაქში გამოდის ქუჩაში და უკრავს ან მღერის. ქუჩის მუსიკის დღე ლიტვას მუსიკის ჰანგების ქვეშ აერთიანებს.
2007 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად ვილნიუსში ჩატარდა, 2009 წელს კი ფესტივალი მთელს ლიტვაში გავრცელდა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. ფესტივალში მონაწილეობა 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო.
დამფუძნებლის, ანდრიუს მამონტოვასის სურვილი იყო, ევროპის სხვა ქვეყებშიც გამართულიყო ქუჩის მუსიკის დღე. მალე ამ მუსიკალურ მოძრაობასბელორუსია და ლატვიაც შეუერთდა.
საქართველოში პირველად 2012 წელს გაიმართა ქუჩის მუსიკის დღეო? – კიდევ ერთ კითხვას სვამს სტავროგინი.
ჰო, საქართველოში ქუჩის მუსიკის დღე პირველად 2012 წელს გაიმართა.რუსთაველის გამზირზე ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მოისმოდა მუსიკალური ჰანგები. უკრავდნენ განსხვავებული ასაკისა და განსხვავებული მუსიკალური გემოვნების ადამიანები. თბილისს სტუმრობდა ლიტვის დელეგაცია, ფესტივალის დამაარსებელთან, ანდრიუსთან ერთად. ღონისძიების დასასრულს ქართველმა და ლიტველმა მუსიკოსებმა ერთად შეასრულეს ტრადიციული ლიტვური სიმღერა. ქუჩის მუსიკის დღე იმდენად წარმატებული იყო, რომ ორგანიზატორებს გაუჩნდათ სურვილი, მუსიკის ფესტივალს ყოველწლიური ხასიათი მიეცეს.
ვინ არიან ქუჩის მუსიკის დღის მონაწილეები? – ამ სტავროგინს ხომ კითხვები არ ელევა!
ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს ჩვენს საიტზე და მონაწილეობა მიიღოს ფესტივალში. - სოფოს ნერვები არ ღალატობს.
2014 წლის 30 მაისს ქუჩის მუსიკის დღე იმართება, მელომანებო!გავაერთიანოთ თბილისი მუსიკის ცის ქვეშ!
ქუჩის მუსიკის დღე უცნობ მომღერლებს საშუალებას აძლევს წარდგნენ მსმენელის წინაშე, პროფესიონალ მუსიკოსებს კი – დაუკრან საყვარელი პუბლიკისთვის.
თუ გსურს, გამოხატო შენი ემოცია და გამოავლინო შენი ნიჭი, გაეცნო მსმენელს ან უბრალოდ გსურს, რომ ერთი დღე სასიამოვნოდ გაატარო, შემოგვიერთდი! იგრძენი ქუჩის გულისცემა !
ჩვენი ოფიციალური facebook - ის გვერდი -
https://www.facebook.com/QuchisMusikisDgeოფიციალური საიტი -
http://2014.streetmusic.ge/მუსიკოსებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ შემდეგი მისამართიდან :
http://2014.streetmusic.ge/%E1%83%A0%E1%83...83%98%E1%83%90/საიტი ჯერ ჯერობით არის ტესტირების რეჟიმში და უახლოს პერიოდში გავუშვებთ სრული დატვირთვით
მაქსიმალურად ვეცდებით თქვენი ყოველგვარი ინტერესი დავაკმაყოფილოთ და გაგცემთ პასუხს
ხეებზე დაძვრებოდნენ, როცა ჩვენთან ვეფხისტყაოსანი იწერებოდა! ევროპაა ახლა ჩვენთვის საზომი?
ღმერთო დამიფარე მეგობრის ღალატისგან , მტერს თავადაც გავუმკლავდები
Quitting WoW is Easy, I've Done It Hundreds of Times
All Rights reserved