შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავასა და ზაზა რობაქიძესთან ერთად ბრალდებულია "აიპრესთან" აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ენდობა.
"იცით რა არის, ირაკლი შოთაძეს მეტნაკლებად ვენდობი. ის კეზერაშვილის ყოფილი მოადგილეა და მასზე კარგი წარმოდგენა მაქვს. ნახეთ რას აკეთებდა არჩილ კბილაშვილის დროინდელ პროკურატურა. კბილაშვილი გამოდიოდა და ამბობდა ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის გვამებზე მოვედითო“, - განაცხადა დონაძემ.
გურამ დონაძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ ყველა ქვეყნის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში წერია, რომ კადრები უწყვეტია.
„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნაშიც სიტყვა-სიტყვით წერია: „კადრი 5 წუთი და 9 წამი არის უწყვეტი, რომ წუთსა და 30 წამში იღუპება ბუტა რობაქიძე, რომელიც ჯერ კიდევ აკეთებს ღრმა ამოსუნთქვას, იარაღებს პოლიცია პოულობს უწყვეტი რეჟიმის კადრში, 49 და 39 წამზე.
პროკურატურას აქვს ერთი ფურცელი და ჩვენ გვაქვს ტომები, სადაც დასკვნებია წარმოდგენილი. ყველა ქვეყნის ექსპერტიზის დასკვანში ერთი-ერთზე წერია.
სასამართლომ და პროკურატურამ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აღიარა. ეს არის იუსტიციის სამინისტროს სიპი, თეა წულუკიანიც კი ვერ დაავალდებულებდა ვინმეს, ეს დასკვნა გაეყალბებინა, რაც ნახეს ის დაწერეს დასკვნაში ექსპერტებმა. რა, თეა წულუკიანის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მოვისყდე?! 2 ბრალი არ დამიდასტურდა, ბუტას მკვლელობა და იარაღების მიტანა მედებოდა ბრალად და არ დამიდასტურდა. ახლა დარჩა ჩემი ბრალდებაში ის, რომ ოპერატორს მივუთითე. ბრალში მიწერია, რომ ოპერატორს მივუთითე, კარგი კადრი გადამიღეთქო.
რამდენიმე თვის წინ ბუტა რობაქიძის დედამ განაცხადა, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში თანამონაწილეები დაუსჯელები დადიანო. მკვლელობაში თანამონაწილეებად გვასახელებს. ვის გულისმობს მკვლელობის თანამონაწილეებში, ბაშალეიშვილს?! ის გასამართლებულია. არასდhttp://www.ipress.ge/new/26802-guram-donadze-irakli-shotadze-kezerashvilis-yofili-moadgilea-da-vendobiროს ჰქონია ბუტას დედას პრეტენზია მის მიმართ ვინც შვილი მოუკლა", - აცხადებს გურამ დონაძე.