აქაც გიყვართ ფეხბურთი და ამიტომ, ისიამოვნეთ ექსკლუზივით
http://jako.fm/25520საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, სლოვაკი, ვლადიმირ ვაისი გაწვრთნის.
51 წლის სპეციალისტს, ხვალ, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცებენ, რომელიც ხვალ, დილით 10:30 საათზეა ჩანიშნული.
JAKO FM-მა, დღეს, სფფ-ს ხელმძღვანელობისა და ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შეხვედრის კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა.
JAKO FM-ის დაზუსტებული ინფორმაციითვე, ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის შერჩევაში მონაწილეობა, ენერგეტიკის მინისტრსა და ვიცე-პრემიერ, კახა კალაძეს არ მიუღია. თავის კარიერის განმავლობაში, კალაძისა და ვაისის გზები არასდროს გადაკვეთილა და მათ პირადი ნაცნობობაც კი არ აკავშირებთ. ვლადიმირ ვაისთან ნაცნობობა სფფ-ს გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს აკავშირებდა, რომლებიც ერთმანეთს, რუსეთიდან იცნობდნენ, მაშინ, როდესაც ვაისი მოსკოვის „სატურნს“ თავკაცობდა. შესაბამისად, ამ საქმეში, კახა კალაძის მონაწილეობა და ჩარევა გამორიცხულია!
ვლადიმერ ვაისი ბოლოს ყაზახურ „კაირათს“ წვრთნიდა, 2008-2012 წლებში კი სლოვაკეთის ნაკრებს ედგა სათავეში. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სლოვაკეთის ნაკრები სწორედ ვაისმა გაიყვანა. სლოვაკებმა, მაშინ, ჯგუფში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ნაკრები ჩატოვეს, ახალ ზელანდიასთან ერთად. თავად კი პარაგვაისთან ერთად ჯგუფიდან გავიდნენ.
მთავარ მწვრთნელს, სფფ-ს ხელმძღვანელობა მედიას 13:00 საათზე წარუდგენს.