როგორ sportall.ge-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სანდო წყაროდან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწრთნელად სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნება.
51 წლის სპეციალისტს ფედერაცია ოფიციალურად, ხვალ, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე წარადგენს.
ვაისს, რომელსაც საფეხბურთო კარიერაში ჩეხოსლოვაკიისა (1988-1990)
და სლოვაკეთის (1993-1995) ეროვნული გუნდების ღირსება დაუცვია, მწვრთნელად "არტმედია პეტრჟალკა", ბრატისლავის "სლოვანი", რუსული "სატურნი" და ყაზახური "ქაირათი" გაუწვრთნია. 2008-2012 წლებში ის სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა და ჯგუფში იტალია და ახალი ზელანდია ჩატოვა და პარაგვაისთან ერთად 1/8-ფინალში გავიდა.
ვაისი კლუბებიდან ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში, "არტმედიაში" მუშაობდა. 2005/06 წლების სეზონში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი "ქაირათი" იყო, რომელსაც 2012 წლიდან 2015 წლის ნოემბრამდე თავკაცობდა. გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატში სამჯერ დაიკავა ადგილი საპრიზო სამეულში, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. ამასთან, "ქაირათმა" ისტორიაში პირველად, 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს კახა ცხადაძე წვრთნიდა, რომელთანაც სფფ-ის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...a-cnobilia.htmlსაკმაოდ წარმატებული და ყისმათა მასტი ყოფილა მისტერ ვაისი
პ.ს. აი ფეხბურთის ქართველი კომენტატორები აი რატომ არიან კუები???
ნერვების ამთხრელები და მაჯლაჯუნები... ძინავთ და ისე მიყავთ რეპორტაჟი...
მესიზე რომ იტყვი პასი გამოუვიდაო

რაგბს და კალათბურთს ყავთ უკვე საინტერესო წამყვანები და იმედია ამ ფეხბურთსაც ეშველება....
This post has been edited by vefxvi on 13 Mar 2016, 23:11