#47263752 · 13 Mar 2016, 23:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ალეკო ელისაშვილის სახლთან გააპროტესტეს 21:20 11-03-2016 პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ალეკო ელისაშვილის სახლთან გააპროტესტეს ალეკო ელისაშვილის სახლთან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამო საპროტესტო აქცია გამართეს .
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაისაჯოს ვიდეოს გამავრცელებელი ალეკო ელისაშვილი. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები, წარწერით "სექსით საკრებულოში საქმე არ კეთდება", "სექსი არ არის საკრებულოს დეპუტატის საქმე" და "პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია". როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ხვალ კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოახდინონ დღევანდელ ფაქტზე ორგანიზებული რეაგირება.
"რაც მოხდა, ეს არის ელისაშვილის პასუხისმგებლობა, მათ შორის მისი დამქაშების - "არა პანორამას", თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ელისაშვილი არ გამოხმაურებია სხვა აქამდე მომხდარ მსგავს დანაშაულებებს", - განაცხადა ლომჯარიამ.
--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!
დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!
ციალა ვარ ბუღალტერი...
|