#47268576 · 14 Mar 2016, 15:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა საცოდავია ობივატელი, რომელიც კრავივით დუმს, როცა გაიგებს რომელიმე პოლიტიკოსის კორუმპირებულობას და აქოთქოთდება, როცა გაიგებს რომ ვიღაცას თურმე ნუ იტყვი, სექსი ქონია! ნუთუ ასე ბევრია ჩვენს შორის ასეთი იმბიცილი, რომ ბინძურ პოლიტიკოსებს ასეთი ბინძური ხერხებით ქვეყნის მართვის იმედი აქვთ? დროა შეიცვალოს ეს დამყაყებული ცნობიერება. ნუთუ გგონიათ, რომ იმპოტენტები, საჭურისები ან თუნდაც "მეუღლის ერთგული მეოჯახეები" არ გაძარცვავენ საქართველოს, არ შევლენ ქვეყნის მტრებთან გარიგებაში, არ ჩაგაფურთხებენ სულში? იქნებ ინტიმური ვიდეოების ნაცვლად ვინ რამდენს იპარავს და ვინ როგორ ღალატობს სამშობლოს, იმითი დაინტერესდეთ?
|