მოგესალმებით მეგობრებო.
მოკლედ დავწერ განცხადების აზრს და არსს.
იცვლება ხეხილიანი 743 კვ.მ მიწის ნაკვეთი თავისი სახლით 47 კვ.მ , ლაგოდეხში, ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურამიშვილის ქუჩაზე, ძალიან მაგარ ადგილას.
სახლი არის ბელეტაჟზე, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. თვითონ სახლი კარგად ნაშენებია, შიფერის სახურავით და ასე შემდეგ.
კომუნიკაციები ყველაფერი მიყვანილია უბრალოდ ამ ეტაპზე ჩახსნილია რადგან არ არის სახლი მოხმარებაში, წყალი არის ეზოში.
ყველა დოკუმენტაცია გატარებულია რეესტრში და წესრიგშია. არაფრით არ არის დატვირთული, პირდაპირ გაფორმდება ახალ მეპატრონეზე.
ადგილმდებარეობა არის შესანიშნავი, უამრავი პერსპექტივით. ვინც იცის ლაგოდეხი და ეს ადგილი, მშვენივრად მიხვდება რაზეც არის საუბარი. ძალიან ახლოს არის ნაკრძალთან და მდინარესთან, მოკლედ სუპერ ადგილია თვითონ ლაგოდეხისთვის.
გაიცვლება 7-8K $ ღირებულების ავტომობილში 1-1-ში ან თქვენი მხრიდან თანხის დამატებით, მე თანხას ვერ ვამატებ. განიხილება ყველანაირი შემოთავაზება, ოღონდ:
1) მანქანა არ უნდა იყოს ერთ ადგილას ამოსმული.
2) რაც შეიძლება ახალი წლოვანებით.
3) სასურველია მარცხენა საჭე, თუმცა მარჯვენა საჭიანსაც განვიხილავთ.
4) გაუბედურებულ, გადახსნილ, ჩამოწერილ და ა.შ მანქანებს ნუ შემომთავაზებთ. თქვენი დროც დაზოგეთ და ჩემიც.
5) ყველა დანარჩენ დეტალზე მომწერეთ და დავილაპარაკოთ.
ფოტოების ხარისხზე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ცოტა წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ :




Say what u think ,Think what u say.