გამარჯობა ხალხო, ამ განყოფილებას არ ეხება ეს თემა მაგრამ ვინაიდან გარკვეული და საქმეში ჩახედული ხალხი პოსტავს აქ, მინდა თქვენგან მოვისმინო რჩევები
ესეიგი მინდა მაქბუქის ყიდვა, 2015 წლის ვერსია
არის რამდენიმე ვარიანტი მაგრამ საქართველოში ოფიციალური რესელერი არის მხოლოდ ალტა, პლიუს ყველა აქებს მაგრამ აშკარად ძაან ნაგავი მომსახურება აქვთ, ელემენტარულად ფასი ვერ გავიგე რომ ამდენი და ამდენი ლარი ავიღო, მივიდე და ვიყიდო. დავურეკე, მივწერე, საიტზე ვნახე, ყველგან სხვადასხვა ფასს ამბობენ.
ხოდა ახლა მინდა ამ მაღაზიაზე გკითხოთ, აქ თუ გიყიდიათ ვინმეს რამე და პლიუს რამდენად სანდოა?
http://iphones.ge/store-details.php?id=121 ხო კიდევ, გამოწერა არ მინდა, მალე მინდა შეძენა და დროში ვერ ვეტევი
იყავით გულწრფელები,არაფერი დამიმალოთ ;დ იმდენად დავიბენი რომ აღარ ვიცი სადღა წავიდე, ნორმალური პასუხი ვერ მოვისმინე ვერსად და თქვენ მაინც დამაკვალიანეთ, ეფლის განყოფილება სრულ მდუმარებაშია