ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს. მან რამდენიმე კვირის წინ, ბიზნესმენებს თხოვნით მიმართა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის მეთექვსმეტე საუკუნემდე გამოცემული წიგნი შეეძინა.
"აბა, სმენა იყოს და გაგონება! რამდენიმე დღის წინ დავდე მიმართვა ბიზნესმენებისადმი, სადაც წიგნის მუზეუმისთვის ინკუნაბულას შეძენას ვითხოვდით. შემდეგ, მხოლოდ მოლოდინის იმედად არ დავრჩი და მათ შორის, დავუკავშირდი კომპანია შუხმანის მენეჯერ ნუცა აბრამიშვილს. და აი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი!
პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, კერძოდ წიგნის მუზეუმს ინკუნაბულა, ანუ მეთექვსმეტე საუკუნუმდე გამოცემული წიგნი ექნება. მისი შეძენა ჩვენთვის ცნობილმა მეღვინემ, ბურკჰარტდ შუხმანმა გადაწყვიტა! მოჰფინეთ ეს ამბავი თქვენს კედლებს, როგორც ჩვენი მიმართვა გააზიარეთ, მადლობის ნიშნად ამ კარგი ადამიანებისადმი

" - წერს გიორგი კეკელიძე.
http://www.ipress.ge/new/50034-cnobilma-me...abula-sheudzina
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3