#47321454 · 19 Mar 2016, 20:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო , ვარ 27 წლის სტუდენტი და ვიმყოფები ამჟამად გერმანიში . ცოტა ხნის წინ დამეწყო საშინელი წელის ტკივილი . ექიმთან მისვლის შემდეგ გამიშვეს მრტ ზე . პასუხი რამოდენიმე დღის წინ მოვიდა და დამიდგინეს რომ დისკის ამოვარდნა მაქვს. დამინიშნეს სპეციალური წელის ბანდაჟი რომელიც გუშინვე შევიძინე . წამალი დიკლო 50/ 1 ა ფარმა . აპრილიდან იწყებენ აკუპუნკტურის კურსის ჩატარებას და გამიშვეს კიდევ ნერვოპათოლოგთან.მაინტერესებს რას უნდა ვუფრთხილდე ამ დროს , რას უნდა ავარიდო თავი. უახლოეს 6 თვეში მინდა დაორსულება , რამდენად განკურნილი იქნება ამ დროისათვის და რამდენად არის იმის საფრთხე რომ საშიშროება შეუქმნას ნაყოფს. ზოგადად რამდენი თვე ჭირდება განკურსნებას . და ბოლო შეკითხვა ამ მკურნალობის შედეგად როცა დასრულდება ყველაფერი , მთელი ცხოვრება უნდა მოვუფთხილდე წელს ხო ალბათ .?.. ძალიან დავითრგუნე და იქნებ მირჩიოთ რა და როგორ ჯობია ? წინასწარ მადლობა ყურადღებისათვის
--------------------
,,მე შემიძია უარი ვთქვა სიტყვა ”ღმერთზე”, მაგრამ ვერ ვიტყვი უარს ”სიყვარულზე”.ვინც ”ღმერთი” იპოვა და ”სიყვარულს” ვერ მიაგნო,მან ვერაფერი ვერ იპოვა,ხოლო ვინც ”სიყვარული” იპოვა,მან იპოვა ’’ღმერთიც”. ;) :) :2kiss:
|