თემქაზე მდებარე ერთ-ერთ სპორტკომპლექსში ფეხბურთელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი სხეულის მსუბუქი დაზიანებით სავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...da-datcres.htmlმარკ სტარსი - გურჯაანის ალაზნის თამაში ყოფილა თემქაზე შატილის სტადიონზე
ალაზანი იგებდა 1-0-ს0, და სტარსის ფანებმა ჩაშალეს თამაში და მერე გარცევის დროს, სპიცით "ალაზნის" ორი ფეხბურთელი დაჭრესო
მარკ სტარსის მთელ სასტავს კითხავენ ახლა პოლიციაში
გურჯაანის „ალაზანის“ შეხვედრა პრინციპულ მეტოქესთან გულშემატკივართა ჩხუბის გამო ჩაიშალა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგის აღმოსავლეთ ზონაში გამართული მატჩი თბილისში, ადგილობრივ „მარკ სტარსსა“ და გურჯაანის „ალაზანს“ შორის გულშემატკივართა და ფეხბურთელებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო ჩაიშალა.
შეხვედრას სტუმრად მოთამაშე გურჯაანელი ფეხბურთელები იგებდნენ ანგარიშით 1:0, იქამდე, როდესაც მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედანზე შეჭრილ გულშემატკივრებსა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო.
შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან ორივე გუნდის ფეხბურთელები გააძევა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა შედეგი მოყვება აღნიშნულ ფაქტს და ჩაეთვლება თუ არა სამი ქულით მოგება გურჯაანულ გუნდს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „მარკ სტარსი“ და გურჯაანის „ალაზანი“ პირველ ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან გუნდებს შორის პირველი შეხვედრა გურჯაანში ფრედ 1:1 დასრულდა.
This post has been edited by firalifirali on 16 Mar 2016, 19:19