საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩში, სადაც “მარკ სტარსი” კახეთის “ალაზანს” უპირისპირდებოდა, ორი ფეხბურთელი დაჭრეს.
შეხვედრა, თემქაზე, “შატილის” სპორტკომპლექსში მიმდინარეობდა, სადაც სტუმრები მასპინძლებს, მეორე ლიგის ლიდერებს 0:1 ამარცხებდნენ. დაპირისპირებისას, ე.წ. “შპიცით”, ორი ფეხბურთელი დაჭრეს. ჩხუბი კი ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის მოხდა.
მასპინძელი გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები, ამ დრომდე, პოლიციის მეშვიდე სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. მომხდარს შსს იძიებს.
გთავაზობთ სტადიონზე დაპირისპირების ვიდეოს.
წყარო -
http://jako.fm/26189