"მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის პარტიის წინაშე, როგორც ბელადს, ისე როგორც კაცს,
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი პარტიისა მიტარებია. კამერების წინ ვაჟკაციც ვიყავი და ჰალსტუხიჭამიაც,
პუტინს ვებრძოდი, მეშინოდა ჯონდის სიტყვით გამოსვლისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც,
მაგრამ ჩემი ცოლისთვის არასოდეს მიღალატნია!
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში ქოცები სჭარბობდნენ ნაცებს. კარგად ვიცი, თვით ჩემს პარტიაში
ნახევარი მეოცნებეებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი – პუტინს, თუმცა ეგენი რამ გაყო... იაჰაჰა...ჰაჰა...
როცა პარტიას ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მეც კი ვერ გავამარჯვებინებ მას, გიგლა, მაგრამ მეტი საქმე არამაქვს,
რომ ჩემი აშენებული ქვეყანა სხვას გადავაბარო!
1 ოქტომბერს კომისიის წევრებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ივანიშვილს იცოდე.
სიყრმე და სიჭაბუკე ჰოლანდიის ნაშობას შევალიე, მაგრამ ქართველები გიჟ ნარკომანს მეძახდნენ,
ხოლო ევროპელები დემოკრატს მიწოდებდნენ 26 მაისის მომწყობს.
დამანელა დავითაშვილისა და რატიანის კინკლაობამ, გიგლა. ჩვენში ყოველ თარგამაძეს სკამი სწყურია, ყოველ კეზერაშვილს – მაყუთი.
მუდამ პუტინს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი ოპოზიციონერები, ჩინოვნიკები მწვანე კუპიურებს მიეტრფოდნენ,
ამიტომაც არ მიყვარდა ბურჯანაძე და როგორც კი ოპოზიციაში წავიდა მაშინვე ჩამოვართვი ნაჩუქარი სასახლე.
იქამდე მე კი ვაჩუქე მარა...
ჩვენი უბედურება ეგაა: ჩემს ფანდურზე ბუქნაობა არ გიყვართ, ამიტომაც მუსრს ავლებს საქართველოს
1 ოქტომბერს ატეხილი ჭირი და უცოცხობა.
ხალხიც პოლიტიკოსებს ბაძავდა, გიგლა, ამიტომაც ლაზიკის მშენებელს „ცრუს“ მიწოდებდნენ,
ომის დროს ჰალსტუხის მღეჭველს - „ყურცქვიტას“.
კამერების წინ კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, გიგლა, ეგაა ოღონდ – ჩინოსნობის დროს ჩადენილი ცუდკაცობა
მყისვე გვავიწყდება, ხოლო წინასაარჩევნოდ დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამარჯვებულთ. მეც მჭირდა ეგ სენი,
სიმთვრალეში მოვაკლვლევინე ზურაბ ჟვანია გაზით, იმ ბინაში, რომელსაც გაზი არ მიეწოდებოდა.
მაგრამ მაინც საქართველოში არასდროს ყოფილა ისეთი აღმშენებლობა, როგორიც ახლაა! ლაზიკა მაქვს ასაშენებელი!
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ნაცებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან პუტინის მონა ოპოზიციონერები
აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაკორტნით, როგორც ბიზნესს ნაციონალური მოძრაობა".
This post has been edited by androabuladze on 18 Feb 2013, 23:12