იტალიაში სიგარეტის ნამწვით ქუჩის დანაგვიანებაზე 300 ევროიანი ჯარიმა დაწესდა
იტალიის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, სიგარეტის ნამწვით ქუჩის დანაგვიანება 300 ევროთი დაჯარიმებას გამოიწვევს.
აღნიშნული კანონი, ასევე, ვრცელდება საღეჭ რეზინებსა და ერთჯერად ჭიქებზე. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი ურნას ააცილებს და ქუჩა დანაგვიანდება, ბიუჯეტისთვის 30 ან 150 ევროს გადახდა მოუწევს.
აღნიშნული ზომები ე.წ. კანონების მწვანე პაკეტის ნაწილია, რომლის მიზანსაც დანაგვიანებული ქუჩების პრობლემის აღმოფხვრა წარმოადგენს.
კანონი, ასევე, ითვალისწინებს ქუჩებსა და სკვერებში საკმარისი რაოდენობის ურნების მონტაჟს. ჯარიმების სახით ბიუჯეტში შესული თანხა კი ველოპარკების მოსაწყობად დაიხარჯება.