თქვენი პრობლემა, ისევე როგორც ზოგადად უმრავლესობის პრობლემა, უმაღლესი განათლების არ ქონაში კი არა მორჩილებაში მყოფი მასის მენტალურ მდგომარეობაშია.
მორჩილებასა და "ბედთან" შეგუებაში, ეს უკანასკნელი კი არასწორედ აღზრდის ბრალია, ვინაიდან ბავშვს მცირეწლოვნების ასაკიდანვე ეუბნებიან, რომ მან იმიტომ უნდა ისწავლოს, რომ შემდეგ მათხოვრული გროშების გამო (რომელსაც საქართველოში რაღატომღაც ხელფასს უწოდებენ) მთელი სიცოცხლე უნდა ამოიხადოს სული მონასავით ჯაფაში, ვიღაცის საწარმოში, ან კომპანიაში. ბავშვს არ ასწავლიან იმას თავად როგორ დააარსოს კომპანია, მას არ ზრდიან ლიდერად, მას ზრდიან მონად და მონად იმიტომ ზრდიან, რომ თავადაც მონები არიან. მონები რომლებიც ახალ მონათა თაობას ზრდიან.
აი ამიტომ აქვთ თქვენს მენეჯერებს 3000 $ ხელფასი, ხოლო თქვენ 400 ლარი, ეს ე.წ კაპიტალიზმი სწორედ თქვენნაირი მენტალობის მქონე ადამიანების მონურ მიდრეკილებებზეა დაფუძნებული, როგორც მართვა-გამგეობის სისტემა, ამიტომ სანამ პროფესიას შეარჩევთ, ჯერ ის უნდა გაითავისოთ სად და რანაირ გარემოში გიწევთ არსებობა და თუ გერმანული სოციალიზმის დიად იდეას თანასწორუფლებიანობისას სოც ასპექტებში ვერ გაითავისებთ, თქვენი შრომითი და ყოფითი უფლებების დაცვა მაინც შეძლოთ.
უფლებების დაცვა კი მოგიწევთ ქვეყანაში, რომელიც კაპიტალისტური ქვეყანა ჰგონიათ. ეს არ არის კაპიტალიზმი, ვინაიდან კაპიტალისტური წეს წყობილების მქონე სახელმწიფოებს რესურსი და დოვლათი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზედ ისე აქვთ გადანაწილებული, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები თითქმის არ არსებობენ, ამას რასაც თქვენ ყოველ დღე ტელეეკრანებიდან უყურებთ და რეალურ ცხოვრებაშიც დარწმუნებული ვარ არაერთ უსიამოვნო პროცედურებთან გიწევთ შეხება არის მონათმფლობელობიდან ფეოდალიზმამდე გარდამავალი სიმახინჯე, რომელსაც ისტორიულად სახელიც კი ვერ მოუფიქრეს. ამიტომ მსგავს კლოაკაში უმაღლესი განათლება სრულიადაც არ არის საჭირო, საშუალო ტექნიკური პროფესიული გადამზადების კურსები, სრულიად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს რაც დანადგართან მომუშავე მონას მოეთხოვება, მონას მე შემთხვევით არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან დანადგართან საფრანგეთშიც მუშაობენ ადამიანები, მაგრამ მათ მუშა-მოსამსახურეები ეწოდებათ, იცით რა სხვაობაა მონასა და მუშა-მოსამსახურეს შორის? მონა კმაყოფილია, როდესაც გროშებს მიუყრიან, მონა კმაყოფილია, როდესაც მას უსამართლოდ ჩაგრავენ. მუშა-მოსამსახურეები კი საკუთარი კაბინეტიანად გამოიტანენ მოედანზე გენ-მენეჯერს და თავისი საყვარელი მდივნებიანად დაკიდებენ ფეხებით სამარცხვინო ბოძზე, მსგავსი რომ აკადროს, დაუგვიანოს ხელფასი, არ მიცეს სრული ანაზღაურება, ე.წ ჯარიმების სახით ჩამოაჭრას თანხა, არ მიცეს სათანადო დაზღვევა, თვითნებურად დაუდგინოს შვებულების ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში არ მიცეს ორმაგი სარგებელი და ა.შ ეს კაპიტალიზმია სადაც მუშა-მოსამსახურე კერძო მფლობელთან ხელშეკრულებით გაფორმებული დაქირავებულია, ხოლო იმ ვაკხანალიას რასაც საქართველოში აქვს ადგილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე სახელი არ გააჩნია.
აქვე თავს იჩენს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, თუ უკმაყოფილო მონა პროტესტის ნიშნად აიყოლიებს მისნაირ მონებს და გაიფიცებიან, რიგში სხვა მონები დგანან, რომლებიც მზად არიან დაიკავონ წინამორბედი მონების ადგილი, ეს რეზერვი მტაცებლებს ყოველთვის აქვთ, ყოველთვის უდევთ მათ ე.წ CV-ბი მსგავსი შემთხვევებისათვის განკუთვნილი სეიფში და არ იქნება მისი მონა ვასია? იქნება დუსია. სანამ დუსიაც მიხვდება რომ ერთჯერადი ხელსახოცივით ხმარობენ და თავად არ მიატოვებს მონურ ყოფას, შემდეგ დუსიას ადგილს მაყვალა იკავებს და ეს მონათა უკიდეგანო ლაშქარი არასოდეს გამოელევათ მათ.
მე ამ მტაცებლებისა მესმის, იმას თავისი გათვლები აქვს რათქმაუნდა როდესაც პერსონალზე გასაწევი ხარჯი მცირეა, კომპანიის შემოსავალი იზრდება და იხვეჭს თავისსავე სასარგებლოდ, მაშ ვინ უნდა აიძულოს ისინი შრომის შესაბამისი საზღაურები და შრომითი უფლებებით გათვალისწინებული სიკეთეები გასცენ? სახელმწიფო ხელისუფლებამ? საკუთარ შვილს კუდს მოჭრის ვინმე? სახელმწიფო ხელისუფლების შვილობლები არიან სწორედ ეს მტაცებლები, ადამიანის განათლებამ და სწორედ აღზრდამ უნდა აიძულოს ისინი, განათლებასო რომ ვწერ საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების გაზუთხვას კი არ ვგულისხმობ, არამედ ეკონომიქსის აი ამ ელემენტარული მზაკვრული ხრიკების ცოდნამ ადამიანთა ექსპლუატაციისა.
ავტორი:
გიორგი_ქადაგიშვილი
უმაღლესი განათლების არ ქონა