გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა
18:30 18-03-2016
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გვიდო ვესტერველე გარდაიცვალა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. ვესტერველე 54 წლის იყო და 2014 წლის შემდეგ ლეიკემიას ებრძოდა.
"ჩვენ ვგლოვობთ ჩვენი ლიდერის, გვიდო ვესტერველეს გარდაცვალების გამო. ის 2016 წლის 18 მარტს კიოლნის საუნივერსიტეტი კლინიკაში ლეიკემიის მკურნალობის გართულებების შედეგად გარდაიცვალა", - წერს "ვესტერველეს ფონდი" "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
გვიდო ვესტერველემ საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტი 2009 წელს ჩაიბარა, 2013 წელს კი დატოვა. იგი ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩაანაცვლა.