ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე დაინიშნაპრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დანიშნა. როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი დაიცავს იმ პოზიციას, რომლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.
პრეზიდენტის თქმით, მან გვენეტაძისგან ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
"დღეს დავნიშნეთ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე სრულიად დემოკრატიული, ღია პროცესით შევარჩიეთ, ასევე, თანამშრომლობით კოალიციასთან. მან მოიპოვა ხმები პარლამენტში და ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-dainishna.htmlკობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია „გალტ ენდ თაგგარტში“ ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, ხოლო 2002-15 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.
კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.
კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.