მერიის სარეკლამო კაპანიის სპეციალური პირობები, "რუსთავი 2"-ის მონაწილეობის წინააღმდეგ
16-03-2016 21:36
თბილისის მერია სარეკლამო კამპანიას იწყებს და ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. პირობების განმსაზღვრელი კი შესაძლოა სატელევიზიო რეიტინგებში რუსთავი 2-ის უპირობო ლიდერობა გახდეს. სავარაუდოდ დედაქალაქის მუნიცეპალიტეტი ყველაზე ყურებად არხზე რეკლამის განთავსებაზე უარს იტყვის და ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა რეიტინგით მეორე და მის ქვემოთ მყოფ ტელევიზიებში შევა.
რატომ არ მოხვდა სავარაუდო სატენდერო პირობებში რეიტინგით პირველი ტელეკომპანია რუსთავი 2 ამის შესახებ განმარტება მუინიციპალიტეტისPR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა. ნონა ყანდიაშვილი აცახდებს, რომ ტენდერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამ ეტაპზე მხოლოდ სარეკლამო ფასის დადგენა მიმდინარეობს, თუმცა რატომ არ დაინტერესდა მერია რუსთავი 2-ის სარეკლამო პირობებით, უცნობია.
თბილის მერიის მიერ სავარაუდო სატენდერო პირობების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს დისკრიმინაციად აფასებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ჩაერთო, რომლის მთავარი მიზანია რუსთავი 2-ის შეზღუდვა, მათ შორის ფინანსური კუთხით.
გახდება თუ არა რეიტინგებში რუსთავი 2-ის უპირობო ლიდერობა ტენდერის პირობების განმსაზღვრელი ჯერჯერობით უცნობია.
http://rustavi2.com/ka/news/42009