ქართველი ჰაკერი – გიგა ოთხოზორიას მკვლელის ადგილსამყოფელის იდენტიფიკაციას შევძლებ
Posted date: June 01, 2016in: ბოლო სიახლე, პრესის ფურცლებიდან
38
გაზიარება
გაზიარებაგაზიარება
1,113
ქართველი ჰაკერი, ლუკა ფეიქრიშვილი, რომელმაც ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის იდენტიფიცირება 8 წუთში შეძლო, “პირWელს” სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. შესაძლებელია თუ არა გიგა ოთხოზორიას მკვლელის ადგილსამყოფელის დადგენა, “პირWელს” ჰაკერული ორგანიზაციის “umbrella” დამაარსებელი ჰაკერი ლუკა ფეიქრიშვილი ესაუბრა:
”ოთხოზორიას მკვლელის სოციალური ქსელის ლინკის იდენტიფიკაცია, ფოტოები, დაბადების თარიღი, ადგილი, სახელი, გვარი – ეს ყველაფერი 8 წუთში გავაკეთე. თუ მომეცემა ის რესურსი და საჭირო ტექნიკა, რასაც მოვითხოვ, მე შევძლებ მისი ადგილსამყოფელის მიახლოებით იდენტიფიკაციას მაინც. საჭიროა რამდენიმე ათეული კომპიუტერი, რამდენიმე ათეული გამოცდილი პირი და 24 საათიანი მონიტორინგი”, – აცხადებს ფეიქრიშვილი.
http://marshalpress.ge/?p=40638