2016 წლის 17 მარტს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდა.
ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც, თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ შეიყვანაიმ ქვეყნების სიაში, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს ირლანდიელ ტურისტებს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "Tbilisi Event Hall"-ში ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების - "Jack Lukeman"-ის და "ნიუტონის" ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობს.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრება.
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.