თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.პროკურატურის თქმით, ჩატოიანი თანამშრომლობს გამოძებასთან, ის დაეხმარა გამოძებას ნივთიერი მტკიცებულების ამოღებაში, რის გამოც უნდა მომხდარიყო მისი გირაოთი გათავისუფლება. პროკურატურის თქმით, ჩატოიანი დაახლოებით ორჯერ-სამჯერ არის დაკითხული და ძირეული ცვლილებები ამ დაკითხვებს შორის არ არის.
ბრალდებულების ადვოკატები კი აღნიშნავენ, რომ ინგა ჩატოიანმა არა ორჯერ, არამედ რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება.
პროცესი საქალაქო სასამართლოში, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. მისი ძირითადი ნაწილი მედიისთვის დაიხურა.
პროცესის დაწყებამდე ზურაბ ჯამალაშვილის ცოლმა თეა ჯამალაშვილმა სცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა ინგა ჩატოიანისთვის. ის ამბობდა, რომ ჩატოიანი თაღლითია და ფულის სანაცვლოდ ჩაუშვა მისი ქმარი. სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჩატოიანსა და ჯამალაშვილს შორის ადგილი ჰქონდა პროცესის დასრულების შემდეგაც.
როგორც ჯამალაშვილმა განაცხადა ჩატოიანი არის ნაცემი და მას სურდა მისი ნაცემი სახე დაენახა საზოგადოებას. თუმცა ჩატოიანს მთელი პროცესის განმავლობაშიც და შემდეგაც სახე შავი ჩადრით ჰქონდა დაფარული.
„ცრუ ჩვენებებია მიცემული იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ მეუღლეს არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ კადრებთან. ჩემი მეუღლის სანქცია არის 3 წლამდე და გადაიყვანეს ციხეზე, ხოლო ინგა ჩატოიანი დადის გარეთ. სწორედ ამან გამოიწვია ის ყველაფერი, რითაც მე ვარ გაღიზიანებული. ის ფაქტი, რომ მე ინგა ჩატოიანს მივაყენე ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მიმიყენებია, თუმცა ნამდვილად მქონდა ამის მცდელობა. მქონდა იმიტომ, რომ ჩამომეხადა სახეზე და დაენახა მთელ საქართველოს, თუ რა ზეწოლის ქვეშ იყო ალბათ თვითონ ჩატოიანი", - განაცხადა თეა ჯამალაშვილმა.
http://rustavi2.com/ka/news/42151
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo