აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს რომანმა თეთრი სახლის სტაჟიორთან მონიკა ლევინსკისთან, კინაღამ საპრეზიდენტო პოსტი დაატოვებინა. კლინტონს სექსუალურ ძალადობაშიც სდებდნენ ბრალს. ლევინსკის ამბავს სასამართლოშიც განიხილავდნენ. კლინტონი მასთან სექსუალურ კავშირს უარყოფდა. სასამართლო პროცესზე მონიკა ლევინსკიმ მოსამართლეს წარუდგინა, კოლეგასთან, ლინდა ტრიპთან ჩაწერილი საუბარი, სადაც ის პრეზიდენტთან მის ურთიერთობაზე საუბრობს, ასევე ლურჯი კაბა, რომელსაც კლინტონის სპერმის კვალი აჩნდა. კლინტონი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ლევინსკისთან ორალური სექსი ჰქონდა. მას ბრალი ედებოდა ოთხი მუხლით – ორ შემთხვევაში ტყუილის გამო, სამართლის დარღვევისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის სექსუალურმა სკანდალმა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე იმოქმედა. „დემოკრატების“ კანდიდატი ალ გორი არჩევნებზე დამარცხდა და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გახდა. ბილ კლინტონის მეუღლე, ჰილარი კლინტონი, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია.
2011 წლის იანვრიდან მილანის პროკურატურა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. მას არასრულწლოვან, მსუბუქი ყოფაქცევის გოგონასთან, კარიმა ელ-მარუგთან სექსუალურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ბერლუსკონი გამოტყდა, რომ გოგონას 45 000 ევრო აჩუქა, რადგან ახალგაზრდა ქალის მიერ მოყოლილმა ისტორიამ შეძრა. იტალიის პრემიერ-მინისტრი არაერთხელ მომხდარა სექსუალური სკანდალების ეპიცენტრში. 2009 წელს სილვიოს მეორე ცოლმა განქორწინება მოითხოვა მას შემდეგ, რაც 18 წლის მოდელთან, ნაუმი ლეტიციასთან გადაღებული ფოტოები გაასაჯაროვეს. გარდა ამისა, მან ღია წერილი დაწერა, სადაც განმარტავდა, რომ ბერლუსკონიმ მისი პარტიის კანდიდატებს შორის, 2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში “ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ჩართო“, ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე. სკანდალების შედეგად, ბერლუსკონის რეიტინგი 2011 წელს, რეკორდულ მინიმუმადე – 31%-მდე დაეცა.
http://plus.kvira.ge/%E1%83%9E%E1%83%9D%E1...83%94%E1%83%91/
მიმაგრებული სურათი