მავანთა გასაგონად! ზე’ოპერატიულად დაპოსტა მონდომებულმა კაცმა ფრიად საგულისხმო სიახლე,
ნახა 82-მა მკითხველმა, მაგრამ აქამდე არავინ არაფერი დაუწერა პასუხად
ანუ
მაგავე მავანთაგან ჩემი "ოვალური ოაზისის" ათვალწუნების მიზეზი
არა ენობრივი ან სტილისტური პრობლემებია, არამედ ის, რომ
ფორუმელთა მეტი წილის თვალ’საწერი ვერ სცდება ბორჯღალოსნებს -
ლიანგს აქაურთა მცირე ნაწილის სათაყვანო "ზელანდიები და ბრამბიზები" სულა ჰკიდია ...
@
გმადლობთ, ირაკლი_ფ1-ო!
ჩემი მხრივ დავამატებ, რომ
დაეცა კელტური სიჯიუტის ბოლო გოდოლი - ნეტარი 6 ერი
და მაგანაც შემოიღო ბონუსი,
რაც ბლომად დადებითი მომენტის გარდა
ფრიად სამწუხარო რამეზეც მიგვანიშნებს -
თანამედროვე 15’კაცა რაგბი იმდენად დუნე და ბერწია, რომ
თუ დამატებითი სტიმული არ მიეცი - ბონუსით არ დაათირე,
გადაყვებიან გუნდები იოლსა და ბანძს - ჯარიმათა კარში რტყმევას
და ლელოს გატანაზე სულ არ იფიქრებენ
ვაგლახ. რომ სხვა არცერთ (!) სპორტს არ ჭირდება ბონუსი - შოუდ რომ ივარგოს!
ხოლო რომ ჭირდებოდეს - იმათი ვოღრაში ჭირის’უფლები რაგბზე ბევრად ადრე შემოიღებდნენ
+++
ბონუსური სისტემის მხრივ რაგბეთი უკვე ორ ვეება ბანაკად გაიმიჯნა,
რაც მოთამაშეებს რომ თავი გავანებოთ, ფანებსა და მედიასაც თავ-გზას უბნევს
1) პირვანდელი, ზე 12-ული: 4-2-0, პრემია მეოთხე ლელოზე | ნუგეში 8-ზე ნაკლებით წაგებაზე
მსოფლიო თასი, ინგლისი, კელტეთი, ზელანდია, აფრიკა ++ ექვსი ერი (2017)
2) სხვათა გადამღერებული უკომპრომისო ფრანგული: პრემია სამით მეტ ლელოზე
ზე 18, ფალავნობა ++ რაგბი ევროპა (2016\17)
3) ახალი ფრანგული: ნუგეში 6-ზე ნაკლებით წაგებაზე
საფრანგეთი
4) ავსტრალიური: ნუგეში 9-ზე ნაკლებით წაგებაზე
ავსტრალია
5) ძველი ფრანგული: პრემია მარტო მოგებულს, სამით მეტ ლელოზე - ნუგეში 8-ზე ნაკლებით წაგებაზე
საქართველო
+) ექვსი ერი და რაგბი ევროპა დამატებით ბონუსს იძლევიან ფინიშზე - სლემისთვის (თუ ყველა დაამარცხე)
@
დამატებითი საკითხავი >>
http://ovaluri.comxa.com/2014/O8/21_Q&A.htm@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 1 Dec 2016, 12:22