#47334553 · 21 Mar 2016, 09:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. ეხლა ვარ 25 წლის. ძალიან ადრეული ასაკიდან დავიწყე მარიხუანას მოხმარება, დაახლოებით 15-16 წლის ასაკიდან. მქონია პერიოდი, რამდენიმე თვის განმავლობაში, ყოველდღე რამდენჯერმე ვეწეოდი. მახსოვს, რომ მანამდე ფოტოგენური მახსოვრობა მქონდა და ჩემი ასაკისთვის ძალიან განვითარებული ბავშვი ვიყავი. მოკლედ, ამ მარიხუანას მერე გამიმეასედდა მახსოვრობა და რაც მთავარია სწავლის უნარი. მაქვს შემთხვევები, 2 კვირა წიგნს ვკითხულობ და რამდენიმე თვის მერე, პერსონაჟების სახელების და სპეციფიური დეტალების გახსენება კი არა, ხანდახან საერთოდ სიუჟეტის ხაზის აწყობაც მიჭირს. ეგ კი არა, რაღაც აზრის წაკითხვის მერე რამდენიმე წუთშიც მიჭირს იმის გახსენება. კიდევ, მიჭირს ჩემი აზრის გადმოცემა, როგორც წერილობით, ისე ვერბალურად. მარტივად რომ აგიხსნათ, აი სოფლის ბირჟებზე რომ 25 წლის ბიჭები არიან, სახეზე რომ აწერიათ, 13 წლის მერე დალევის და მოწევის მეტი რო არაფერი უკეთებიათ, ეგ ვარ, უბრალოდ იმიტომ რომ, სანამ ამ ზიანს მივაყენებდი ჩემს თავს საშუალო სტატისტიკური ზრდასრულის დონეზე ვიყავი, ერთი შეხედვით არ მეტყობა. ჰოდა, მაინტერესებს ან ვის უნდა მივმართო ამ საკითხზე, ან საერთოდ აქვს თუ არა აზრი და შეიძლება თუ არა ჰიპოკამუსის დაზიანების აღმოფხვრა და აღდგენა თუ როგორც არის. მილიონი სტატიის წაკითხვის მერე, ათასნაირ ფორუმზე ძრომიალის მერე, ვიპოვე უამრავი ვიტამინი, მინერალი და რაღაც ტაბლეტი (როგორც წერენ, მარიხუანას უარყოფით აფტერ ეფფექტებს ებრძვის). მოკლედ, მინდა რომ დამეხმაროთ და ვინმე ნორმალურ ექიმთან, ალბათ ნევროლოგთან გადამამისამართოთ.
|