#47330440 · 20 Mar 2016, 21:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირადად ჩემთვის დასავლეთისაკენ სწრაფვა და დემოკრატიის მაღალი ხარისხი უალტერნატივოა.
ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის მრავალპარტიული პარლამენტი კარგი იქნება, რაც მეტი განსხვავებული აზრი დაფიქსირდება მით უკეთესი. პარტიებს შორის უნდა არსებობდეს ჯანსაღი კონკურენცია, იდეების გაცვლა-გამოცვლა, მოზომილი დავა და საზოგადოებაში არსებული განსხვავებული შეხედულებების წარმოდგენა. საერთოდაც წარმომადგენლობის არსიც სწორედ ეს არის, საზოგადოებაში არსებული მრავალი შეხედულებისა და იდეის საპარლამენტო ასპარეზზე განხილვა, დაცვა, გაზიარება და ანალიზი.
This post has been edited by Front National on 20 Mar 2016, 21:07
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|