მე ის არ ვარ ვინც იყიდა ის კეისი 300 ლარად და არც ვყიდი 500 ლარად მაგრამ არ შემიძლია რომ არ დავწერო
კარგით რა ხალხნო,უკვე მე-2 ხსნით ესეთი ტიპის თემას,
არის 2 ადამიანი , 1 ყიდის , მე-2 ყიდულობს და მაგას არ ნიშნავს რომ ის მე-2 ბარიგაა
გამყიდველს აწყობს ეგ ფასი და იმიტომაც გაყიდა ეგ ნივთი მაგ ფასად და მერე თუ რამდენად გაყიდიან მაგ ნივთს მაგას არ უნდა აინტერესებდეს იმიტომ რომ ეგ ნივთი მაგას აღარ ეკუთვნის
ვინც იყიდა ეგ ნივთი მერე გაყიდის თუ დაიტოვებს ეგ უკვე მხოლოდ მაგის საქმეა
მე ხანდახან როცა რამე ნაწილი ჩამივარდება ხელში ვყიდი ნორმალურ ფასად მაგრამ არავინ არ ყიდულობს მაგ დროს ,PM ში მოდის სმს-ები ისეთი შემოთავაზებებით რომ გაგიჟდება კაცი
ასე რომ მაგ დროს მიმაქ ავლაბარში ჩასაბარებლად გიორგასთან ,ეგ კაცი ეგრევე მაძლევს იმ თანხას რომელიც მეც მაწყობს და იმასაც და მერე გაყიდის ორმაგ ფასად თუ სამმაგ ფასში ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის იმიტომ რომ მე მაწყობდა ეგ ვარიანტი და არავინ ძალით არ მაიძულა რომ გამეყიდა ჩემი ნაწილი მაგ ფასში
P.S კიდევ ერთი ნიუანსი , თქვენ რომ აქ წერთ - ბარიგებო და ა.შ თქვენ ფორუმელებო აქ რას აკეთებთ საინტერესოა, ნუთუ არ გაქვთ ნაყიდი - გაყიდული 1 ნაწილი მაინც???? )))))))))))))
This post has been edited by nescafe19 on 27 Mar 2016, 11:00
მიმაგრებული სურათი