ბოქსების განყოფილებაში ვიკითხე, მაგრამ იქ არავინ იხედება. იქნებ აქ მირჩიოთ ვინმემ რამე.
მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს - რამდენიმე დღის წინ მანქანაზე გამისვეს სტაიანკაზე. ოდნავ არის გასმული წინა მარჯვენა კრილოზე, ზუსტად ბამპერთან. დიდი ჯიპი იდგა გვერდით და ეტყობა დუგა გაუსვა, ისეა რო შეიძლება ვერც გაიგო თვითონ...
გასმული ოდნავ არის, ჟეშტი დაზიანებული არ არის, თვალით არაფერი ემჩნევა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ საღებავია ამოტეხილია ცოტათი... მოკლედ რაღაცა თუ არ მოვუხერხე დაჟანგვას დაიწყებს. არადა ამის გულისთვის კრილო მოხსნა ნაღდად არ მინდა... ნუ უბრალოდ რამე რო წაუსვან რო არ დაჟანგდეს და თვალით რო ძალიან არ ჩანდეს პრინციპში ეგეც დამაკმაყოფილებას... გაყიდვას და მყიდველისთვის თვალისახვევას არ ვაპირებ...
მოკლედ ნახეთ თქვენ თვითონ როგორ არის გაფუჭებული...


ხოდა ხო არ იცით ყველაზე კარგი ვარიანტი რა არის, როგორ მივხედო? ვითომ კრილოს მოხსნა, დაშპაკვლა, შეღებვა აუცილებელი იქნება თუ მოუხსნელადაც შეიძლება მიეხედოს რამე?
და რაც მთავარია სად ან ვინ გააკეთებს ყველაზე კარგად? ფასიც დაახლოებით რა დაჯდება, თქვენი აზრით?