#47345325 · 22 Mar 2016, 14:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კიბერ თუ ჰიბრიდულ ომში, საქართველო და ნატო ერთობლივად მუშაობენ ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის“, – ნათქვამია ნატოს ვიდეოსიუჟტში, რომელიც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. სიუჟეტი ნორიოში საველე ბანაკზე სამხედროების წვრთნების დროს არის გადაღებული. ნატო-ს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე იაშ ჰოლბრუქი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ქართველი სამხედროები საერთაშორისო კოალიციასთან ერთად მონაწილეობდნენ სამხედრო კამპანიებში ერაყსა და ავღანეთში.
This post has been edited by ალი on 22 Mar 2016, 14:29
|