მოვიფშვნიტეთ ხელები და დავიწყეთ:
1. ნებისმიერ პროდუქტს (აბსოლუტურად ნებისმიერს, როგორც წერ) ვერ ,,გაჩითავ". ასე მაგალითად: სამხედრო ტანკს ,,გაჩითავ"? ნარკოტიკებს? ვერც ერთს, რადგან ზოგი პროდუქტი სამოქალაქო ბრუნვიდანაა ამოღებული, ზოგი სპეც.დანიშნულებისაა, ზოგი - კანონსაწინააღმდეგო.
დასკვნა: როცა საქმიან ურთიერთობას იწყებ პოტენციურ პარტნიორთან, შეეცადე საქმიანი წინადადება თავიდანვე მკაფიო და ჩამოყალიბებული იყოს. აბსოლუტურად ნებისმიერ პროდუქტს ვერ ,,გაჩითავ".
2. უცხოელებს როგორ მიაწვდინო, ნიშნავს იმას, რომ გასაღების ბაზარი არც მოძიებული გაქვს და არც იცი, როგორ გაყიდო პროდუქტი.
დასკვნა: საქმიან წინადადებას აკლია გასაღების ბაზარი და ეს ცალკე დასამუშავებელია პარტნიორების მიერ.
3. ერთ კაპიკსაც არ ჩადებს პარტნიორიო, - გვავიწყდება ის, რომ დრო ფულია. ამ საქმეს, რომელსაც იწყებ ესაჭიროება: ადამიანური რესურსი და დრო, რომელსაც ვერავინ აგინაზღაურებს და დაგიბრუნებს უკან.
4. ჩათვალეთ, თქვენი მაღაზია იქნება ინტერნეტში, - მხოლოდ ერთი პარტნიორის? თავად აღარ გსურს ამ საქმეში ყოფნა?
გამოდის, რომ ერთის კი არა, პარტნიორების მაღაზიაა ინტერნეტში და, შესაბამისად, მოგებაც განაწილდება პარტნიორებს შორის, რაც ნორმალურია თავიდანვე (მხოლოდ ნუ იტყვი, მხოლოდ თქვენია მაღაზია-ო).
5. მიტანის სერვისი არ გეხებათო,- იგულისხმება, რომ ჩვენი ბიზნესი ითვალისწინებს გარეშე პარტნიორების არსებობას. ჩვენი საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიის მუშაობით, ესაჭიროება სხვა დამხმარე რესურსიც კლიენტებისთვის სრულფასოვანი სერვისის გასაწევად.
6. სასურველი ასაკი - 17-22 - მიუთითებს ახალგაზრდა ენთუზიაზმით აღსავსე კადრზე, რომელმაც შესაძლოა შენს წინადადებას ამდენი ანალიზი არც გაუკეთოს, ექნება დაუცხრომელი სურვილი მუშაობის და გამოცდილების რა მოგახსენო (მით უმეტეს გაყიდვებში, როდესაც უამრავი კომპანია ეძებს კვალიფიციურ გაყიდვების კადრებს).
დისკუსია საჯაროდ გახსნილად გამომიცხადებია.
იქნებ ცოტა მეტად დაამუშავო შენი საქმიანი წინადადება და, შესაბამისად, მეტი ადამიანი დაინტერესდება. რაც მეტი დაინტერესდება, კონკურენცია გაიზრდება და უფრო კვალიფიციურ კადრს აიყვან შენს საქმეში.
არაფერი პირადული, მხოლოდ საქმე

წარმატებები, მეგობარო!