საინტერესო შემთხვევა ჩანს...
ანუ რამდენიმე მონეტაა? სხვადასხვა თუ ერთი ტიპის? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ერთზე მეტია განძი ჰქვია, რაც შეიძლება მეცნიერულად ღირებული ინფორმაციის შემცველი იყოს (განძში შემავალი მონეტების მიმოქცევის, ქრონოლოგიისა და ა. შ. საკითხებისთვის).
ზოგადად, რა თქმა უნდა საყურადღებო ფაქტია.
აუცილებლად უნდა აცნობო მუზეუმს (თუგინდ რეგიონალურს, ან ძეგლთა დაცვის ადგილობრივ წარმომადგენლობას თუ რაიონია). ამას ჩვენ ყველას გარდა მორალური, მოქალაქეობრივი პოზიციისა კანონიც გვავალდებულებს.
დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან მეცნიერულ ინფორმაციას გადაარჩენ
ერთი სიტყვით თემის ირგვლივ არსებულ სფეროში ვმუშაობ და სამწუხაროდ ხშირად ვხვდებით ასეთი ინფორმაციიების დაკარგვის, არქეოლოგიური ძეგლების დაზიანება-განადგურების მოწმე
ეს დაუდევრობების ფაქტები შენ რა თქმა უნდა არ გეხება

ნაპოვნ მონეტებთან დაკავშირებით კარგი იქნება მიმართო საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს, იქ არსებულ ნუმიზმატიკურ განყოფილებას. მისამართი: ფურცელაძის #1, რუსთაველზე (კინო რუსთაველსა და მუზეუმს შორის ქუჩიდან შესასვლელი), ტელ. 99 80 22; www.museum.ge
როგორც ახსენე შეიძლება რამე არქეოლოგიურ ძეგლთან გვქონდეს საქმე, ამ შემთხვევაშიც არ აქვს მნიშვნელობა არქეოლოგიურ კვლევით ცენტრს მიმართავ, რომელიც დმ. უზნაძის 14 ნომერშია, თუ ცენტრალურ მუზეუმს, ერთი ორგანიზაციაა.
შეგიძლია აქვე მკითხო ან პიემში მომწერო რაც დაგაინტერესებს. დაგაკვალიანებ, მიგყვები და ა. შ. მთავარია სურვილი გაქვს!
გაიხარე კარგი საქმისთვის!