Formula_M ზოგ სატვირთო ფორდ ტრანზიტს 3 ადგილი აქვს და სამგზავროა?
სააგენტო მაგრად ცდება, ტელეფონზე გიპასუხეს მთავარია (ყავა უცივდება)
ერთი შემთხვევა:
ძმაკაცმა ჩამოიყვანა სატვირთო პეჟო პარტნერი (ორკაციანი ბუტკა).
უკან ორი გვერდითა და ორი უკანა მინით (სატვირთო განყოფილებაზე).
არ განუბაჟეს და გაუშვეს სამხარაულში (ვაკეში).
დაათვალიერეს, სურათები გადაუღეს და უთხრეს, სატვირთო განყოფილების გვერდითა ფანჯრები დახურე და მოდიო.
ამან გააკრა შიგნიდან გაუმჭვირვალე მასალა (სულ უკან არ აუკრძალიათ).
მივიდა და მისცეს ალბომი სატვირთოს დასტურით... განაბაჟა სატვირთოდ...
მანქანა რომ ჩამოვა, უკან მოხსენი ყველაფერი, გვერდითა მინები შიგნიდან რამით დახურე და მიდი (არაფერს არ კარგავ, არავინ არ დაგიჭერს).
უთხარი სატვირთოდ მინდა და საბუთები მჭირდებაო. (ყოყმანი არ შეგატყონ)
თუ ვინმე გაუნათლებელი ჩუგუნი არ შეგხვდა, საქმე გამოვა...
მერე აქ დაწერე რა და როგორ იყო. ტყუილად ფული არ შეაყარო ბიუჯეტს რაც არ უნდა ბევრი გქონდეს
პ.ს. ავტომოყვარულის ურთიერთ თანადგომა
ყოველთვის იყო, არის და იქნება ფორუმზე