georgitohttp://autoradio.ge/gadacema/rogor-mushaob...bis-regulatori/როგორ მუშაობს ავტომობილში გადამწოდების სისტემა და რას წარმოადგენს ჰაერის მიწოდების რეგულატორი
როგორ მუშაობს ავტომობილში გადამწოდების სისტემა და რას წარმოადგენს ჰაერის მიწოდების რეგულატორი
გადაცემას ”ავტოსერვისი” ავტოექსპერტი ზაზა მჭედლიშვილი ესტუმრა.
– ბატონო ზაზა, თანამედროვე ავტომობილები გადამწოდებისა და უამრავი ელექტროსისტემისგან შედგება. პირველი ყველაზე ავბედითი გადამწოდი (ე.წ. ”კალენვალის დატჩიკი”), რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
– ამ გადამწოდს ავტომანქანის გააჩერება შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს მანქანის მოდელზეცაა დამოკიდებული. არის შემთხვევები, როცა ის რაღაც ტემპერატურული რეჟიმის გავლის დროს ითიშება. მანქანა დაიქოქება, ამუშავდება, წავა. როდესაც ტემპერატურა დაახლოებით 70 გრადუსს მიაღწევს უცებ გაჩერდება, მერე ისევ წავა. ძირითადად ეს ”მერსედესის” ფირმის ავტომობილებს ემართება. ასეთ დროს, მხოლოდ მისი გამოცვლა თუ შველის.
– საინტერესოა, რას წარმოადგენს დამატებითი ჰაერის მიწოდების რეგულატორი?
– დამატებითი ჰაერი არის რეჟიმი, როცა ცივი ძრავის დაქოქვის დროს კოლექტორიდან ცხელ ჰაერს ამატებს. ამერიკულ მოდელებს თითქმის ყველას უყენია. ის მუშაობს, როდესაც ძრავი ცივია. მას ასამუშავებლად როგორც წესი, დაახლოებით 50-60 წამი, ხოლო დიდი ყინვის დროს ორ წუთამდეც ჭირდება. დილით ავტომობილის დაქოქვის დროს ირთვება კონდენციონერი და გამშვები კოლექტორიდან ცხელ ჰაერს ცივ კოლექტორში აწვდის.
– როგორც ვიცი, არსებობს ასევე მეორე სისტემაც…
– დიახ, არის ასევე მეორე სისტემა. გრძელი და მოკლე გზა, საწვავი ნარევის შესვლისა ძრავში. მას უფრო ხშირად დიაფრაგმას ეძახიან. ის აკონტროლებს წნევას, რათა არ იყოს მისი მკვეთრი ცვლილება. დიაფრაგმის დამსახურებით, ავტომობილის ადგილიდან დაძვრა ბევრად უფრო მარტივია. ასევე, სულ მთლად ძველ სისტემებზე იყო ე.წ. ”ხალასტოი ხოდის დაჩიკი”, რომელიც ასევე დამატებითი ჰაერის ფუნქციებს ასრულებდა. ის ძირითადად ძველ ”ოპელებზე” დგას. რაც შეეხება მისი მუშაობის სისტემას: როდესაც დროსელი დაკეტილია, კლაპანი იღება და ჰაერი იქიდან შედის. ეს არის იგივე გრძელი და მოკლე გზა. საინტერესოა, რომ გადამწოდი გზაში პრობლემებს არ შეგიქმნით და არ გაგაჩერებთ. ცუდად თუ კარგად დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ.