ევროკავშირში ექიმების “დიდი რაოდენობა” ჰომოსექსუალიზმს დაავადებად მიიჩნევს
21/03/2016 21:17
ევროკავშირის ქვეყნების ექიმების “დიდი რაოდენობა” მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება, ხოლო ტრანსექსუალიზმი მენტალური აშლილობაა. ამის შესახებ, ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს დირექტორმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ განაცხადა. მისი თქმით, ანგარიში რომელიც სააგენტომ გამოაქვეყნა, მოიცავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ექიმების უმრავლესობა ჰომოსექსუალობას დაავადებად მიიჩნევს. ეს ქვეყნებია ესპანეთი, საბერძნეთი, დანია, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ლატვია, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი. “ზოგიერთ ექიმს კვლავ არასწორად მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა დაავადებაა”, განაცხადა ო’ფლაჰერტიმ. თუმცა, ზოგიერთ ამ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, დანიასა და უნგრეთში ექიმებს საკმარისი ცოდნა აქვთ ლგბტ პირების უფლებებისა და ბევრი მათგანი აცხადებს, რომ ისინი ისევე მკურნალობენ ლგბტ პირებს, როგორც სხვა ადამიანებს, ნათქვამია ანგარიშში.
სააგენტოს განცხადებით, კვლევა ევროკავშირის 19 ქვეყანაში ჩატარდა და თითოეულში მინიმუმ 1000 ექიმი და სამედიცინო ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნა გამოკითხული.
ევროპის საბჭოს 2010(5) რეკომენდაციის მიხედვით, წევრმა ქვეყნებმა ჰომოსექსუალობა დაავადებათა ჩამონათვალიდან უნდა ამოიღონ.
http://www.euronews.ge/archives/2868
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...