მოგზაურობისთვის საჭირო ერთ მცირე დეტალს შევეხები.
როცა მიჰყვები ჯგუფს, ნაკლებად გაინტერესებს გზები, ბილიკები, ტრანსპორტი... წინასწარ იცი სად მიდიხარ, რა უნდა ნახო, რა მანძილი უნდა გაიარო ფეხით და უკან რომელ საათზე უნდა დაბრუნდე, ისიც კი.
მიდიხარ დაქირავებული ტრანსპორტით და ყველა დეტალი წინასწარაა გაწერილი ორგანიზატორის მიერ.
მაგრამ, როცა გეგმავ ლაშქრობას 1-2-3-4 კაცი, როცა მიდიხარ ავტოსტოპით ან საზ ტრანსპორტით, ზუსტად არ იცი სად როდის ჩახვალ, რა მანძილი გექნება ფეხით გასავლელი, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ადგილის შესახებ წინასწარ შეგროვებულ ინფორმაციას... ისტორიული ძეგლი იქნება თუ ბუნების მიერ შექმნილი შედევრი, კარგი იქნება თუ სრულყოფილად იდება ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.
სრულყოფილ ინფორმაციაში ვგულისხმობ, - დასახლებული პუნქტიდან მანძილს, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგს, სანახავი ადგილის დეტალურ აღწერას, ფოტოებს.
მსგავსი მოწესრიგებული ვებ-გვერდები აქვთ მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს.
შედიხარ და ნახულობ აბსოლიტურად ყველა საჭირო ინფოს...
თუ მოხერხდა და გააკეთეს სამხრეთ საქართველოში, ჰომ შეიძლება იგივენაირად გააკეთონ კახეთში და ქართლში, სვენათში და სამეგრელოში?
აგერ ბატონო ახალციხის და აბაშის ვებ-გვერდები და შეადარეთ ერთმანეთს:
http://akhaltsikhe.ge/portal/alias__Akhalt..._0/default.aspxhttp://www.abasha.ge/index.phpგაკეთდეს ყველა მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი კოხტად, სრულყოფილად... რთულია?
პ.ს. მინდა წასვლა თეთრი წყაროდან ბოლნისისკენ... აქედან გავაღწევ, მაგრამ იქ სად რა დამხვდება აზრზე არ ვარ.
უბრალოდ, არასერიოზულია.
გამგეობა
საკრებულო
პროექტების შესახებ
ბიუჯეტი
ვაკანსია
საგარეო ურთიერთობები
განათლება და მეცნიერება
რელიგია
საზოგადოება
ტენდერები
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
მართლწესრიგი
კულტურა და სპორტი
სოციალური სფერო
პოლიტიკური პარტიები
სასარგებლო ბმულები
გალერეა
- ამ ჩამონათვალიდან ტურისტისთვის რომელი ინფორმაციაა გამოსადეგი?!
ინგლისურ და რუსულ ენებზეც რომ უნდა იყოს, ამის ახსნაც საჭიროა?