კობა სუბელიანი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის ვადის 10 წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის
17:27 22-03-2016
კობა სუბელიანი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის ვადის 10 წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი კობა სუბელიანი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის ერთწლიანი ვადის 10 წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. მისი ინიციატივა ასევე შეეხება ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში, მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის მოქმედების ვადას.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორი და ინიციატორი კობა სუბელიანია.
როგორც დეპუტატი განმარტავს, პროექტის შემუშავების მიზეზს იმ პრობლემების წარმოქმნა წარმოადგენს, რომელიც ბიზნესმენებსა და ტურისტებს ექმნებათ.
"ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს ერთი პასპორტი, მას უწევს სხვა ქვეყანაში წასვლა და ამ დროს მისი პასპორტი სხვა ქვეყნის საელჩოში აქვს დატოვებული ვიზის ასაღებად, არადა მას უწევს საქმიანი ვიზიტი ან სჭირდება სამოგზაუროდ წასვლა. მოქმედი კანონმდებლობით მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის ვადა ერთი წლით არის განსაზღვრული, რაც ძალიან მოკლე პერიოდია და პიროვნებებს უქმნის დამატებით, დაუსაბუთებელ პრობლემებს. გარდა ამისა, ახალ-ახალი პასპორტის აღება დაკავშირებულია ზედმეტი დროისა და ფინანსების ხარჯვასთან, რაც იწვევს უკმაყოფილებას", - აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...th-gamodis.html